შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომათა დარბაზიდან ამჯერად თინა ბოკუჩავა გააძევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომათა დარბაზი, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას დაატოვებინა.

პაპუაშვილმა ბოკუჩავას დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც კანონპროექტის მომხსენებლის, ანრი ოხანაშვილის გამოსვლის დროს, მას ბოკუჩავა დარბაზიდან სხვადასხვა რეპლიკით მიმართავდა. თავმჯდომარის შეფასებით, მსგავსი ქმედება „კულტურის საკითხია“.

„ქალბატონო თინა გაძევებულია დარბაზიდან, მანდატურს ვთხოვ, უზრუნველყოს. დატოვეთ დარბაზი. რამდენჯერმე გავაფრთხილე ქალბატონი თინა, მიკროფონის გარეშე შეურაცხყოფას აყენებს მომხსენებელს, არ შეიძლება. კულტურის საკითხია. ყველას მიმართ მაქვს რეაქცია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიმდინარე პლენარულ სხდომიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკვე გააძევა ოპოზიციონერი დეპუტატები თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი და გიორგი ბოტკოველი.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება