თინა ბოკუჩავა - მოგიწოდებთ ყველას, 17:00 საათზე გამოდით რუსთაველის გამზირზე, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა რუსულ კანონს, კი ევროპას - გავაწვევინოთ ივანიშვილს ეს კანონი

ჩვენ დღეს 5 საათზე კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და მოგიწოდებთ ყველას, გამოდით რუსთაველის გამზირზე, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა რუსულ კანონს, კი - ევროპას, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავა მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ერთად გააწვევინონ ბიძინა ივანიშვილს ეს „რუსული კანონი“ და დაიცვან ქვეყნის ევროპული მომავალი.

„გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გახდა სასტიკი ანგარიშსწორების სამიზნე, მაგრამ, როგორც დღეს პარლამენტში მოსულმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მას არ ეშინია და ერთი წუთით არ დაიხევს უკან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაში. უკან არ დაიხევენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად მოდიან რუსთაველზე და იცავენ საკუთარ და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთ მუშტად და ივანიშვილს უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენი შვილების, მათი შვილებისაა. ეს ქვეყანა არის იმ ახალგაზრდების, რომლებიც ყოველდღე რუსთაველზე გამოდიან და ამ ქვეყანას აუცილებლად ექნება ევროპული მომავალი.

ჩვენ დღეს 5 საათზე კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და მოგიწოდებთ ყველას, გამოდით რუსთაველის გამზირზე, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა რუსულ კანონს, კი - ევროპას. გავაწვევინოთ ივანიშვილს ეს „რუსული კანონი“ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება