გიორგი ვაშაძე „ოცნებას“ - თქვენ დაკარგული გაქვთ ხალხის მხარდაჭერა, თქვენ ხართ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული პატარა დაჯგუფება - ახლო მომავალში თქვენი ეს ძალადობრივი რეჟიმი დასრულდება

გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ თქვენ დაკარგული გაქვთ ხალხის მხარდაჭერა, ახლო მომავალში თქვენი ეს ძალადობრივი რეჟიმი დასრულდება - თქვენ ხართ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული პატარა დაჯგუფება, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საქართველოსთან, - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გუშინ "ივანიშვილის რეჟიმმა" კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან.

"წუხელ ათასობით ადამიანი იდგა მხარდამხარ და მშვიდობიანად იცავდა საქართველოს. წუხელ რუსთაველზე იყო ქართული ეროვნული გენის ზეიმი, ღირსების ზეიმი. სამწუხაროდ, ამ მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობრივმა რეჟიმმა დაუპირისპირა ცრემლსადენი გაზი, სცემდნენ ქალებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს, ყველას, ვისაც წააწყდნენ. სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, რითაც ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ისინი თითქოსდა ყველაფერზე წამსვლელები არიან. მათი მთავარი მიზანია, რომ ქართული ეროვნული მუხტი ჩააქრონ, მაგრამ პირველი, რაც მე მინდა გითხრათ, გუშინდელმა დღემ ერთი მთავარი რამ აჩვენა, თქვენ დაკარგული გაქვთ ხალხის მხარდაჭერა. თქვენ ხართ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული პატარა დაჯგუფება, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს არც საქართველოსთან, არც ხალხთან და მხოლოდ და მხოლოდ გინდათ თანამდებობები შეინარჩუნოთ. შეინარჩუნოთ ქვეყნის ძარცვის უფლება და შესაბამისად, აქვე გეუბნებით, რომ იმ ღირსეულ ქართველებთან ერთად, რომლებიც ერთიანები არიან დღეს, აუცილებლად, ახლო მომავალში თქვენი ეს ძალადობრივი რეჟიმი დასრულდება", - განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება