პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - დიდი ოთხშაბათია და ალბათ, სიმბოლურად დაემთხვა, რომ ამ დღეს იუდამ გასცა ქრისტე - სინდისის ქენჯნა არ გაქვთ? თქვენ რომ პარლამენტიდან გასულიყავით, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს დაუნგრიეს ცხვირ-პირი

ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო ძალადობას - კობახიძე გამოვიდა რწმენის დამცველად, დიდი ოთხშაბათია და სიმბოლურად დაემთხვა ალბათ- ამ დღეს იუდამ გასცა ქრისტე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან უმრავლესობას მიმართა, "ნუ ეხმარებით მტერს საქართველოს ხელახალ ოკუპაციაში".

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც გუშინდელ აქციაზე სპეცრაზმელებმა სცემეს, არის "თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო იმ პატარა გოგო-ბიჭებთან ერთად".

"რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო ძალადობას და ძალადობის გამართლების არგუმენტად გამოიყენა, რომ ძალადობა შობს ძალადობას. მე ვსვამ კითხვას, ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ ჩვენი შვილების ტოლა პატარა გოგო-ბიჭები არიან მოძალადეები? თუ ვინმემ იძალადა "ქართველი ხალხის" ნებაზე, იძალადა "ქართულმა ოცნებამ", როცა თქვენ მოაბრუნეთ კანონი, რომელიც პერსპექტივას უკარგავს საქართველოს და მის მოქალაქეს. ნუთუ ადამიანური სინდისის ქენჯნა არ გაქვს? თქვენ რომ გასულიყავით, სწორედ ამ გოგო-ბიჭებს დაუნგრიეს ცხვირ-პირი ამ სპეცრაზმელებმა", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ "სიმბოლურად დაემთხვა, რომ ამ დღეს იუდამ ქრისტე გასცა", რამაც უმრავლესობის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.

"ნუ აწყობთ მიზანმიმართულად ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას. გამოვიდა რწმენის დამცველად კობახიძე, დიდი ოთხშაბათია და სიმბოლურად დაემთხვა ალბათ, ამ დღეს იუდამ გასცა ქრისტე. კი, სიმბოლურია ზუსტად. შენი თავი რატომ გააიგივე? რატომ ნერვიულობ? იუდასთან შენი თავი რატომ გაგახსენდა? მე არაფერი მითქვამს, შენ აყვირდი იუდას ხსენებაზე და შენ რა შუაში ხარ იუდასთან?" - მიმართა მანჯგალაძემ უმრავლესობას.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება