პაატა მაჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წევრებმა სული მიყიდეს ლუციფერს, ანუ ბიძინა ივანიშვილს - ყველაფერი მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ - მტერს უნდა, ერთმანეთთან საერთო ვერ ვნახოთ და ამ არეულობით ისარგებლოს

ეს ყველაფერი მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ - მტერს უნდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საერთო ვერ ვნახოთ და ამ არეულობით ისარგებლოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებმა სული მიყიდეს ლუციფერს, ანუ ბიძინა ივანიშვილს და რასაც ის ეტყვის, იმას გააკეთებენ.

„მე როგორც შევატყვე თავისუფალი არჩევანი არ აქვთ ამ ადამიანებს. სული მიყიდეს ლუციფერს და რასაც ლუციფერი, ანუ ივანიშვილი ეტყვის იმას გააკეთებენ. არანაირი საღი აზრის ლოგიკა არ აქვთ. კობახიძემ თქვა, რომ თურმე, 300 რეკულტირებული ახალგაზრდა აპროტესტებს. თვითონ რომ გამოვიდნენ იგივე რაოდენობა 200 000-იაო და ჩვენ თურმე, 300 ვართ. ანუ, რაღაცა სჭირთ თვალში, გონებაში, ყურში არც ესმით. ძალადობა მართლა შობს ძალადობას და ეს ყველაფერი მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. ეს რუსეთის ინტერესია მხოლოდ. მტერს უნდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საერთო ვერ ვნახოთ და ამ არეულობით ისარგებლოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება