გიორგი ვაშაძე - არის კონკრეტული ფაქტები, რომ რეზინის ტყვიებია გამოყენებული

არის კონკრეტული ფაქტები, რომ რეზინის ტყვიებია გამოყენებული , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის შენობასთან ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც იგი მოქალაქეებთან მივიდა.

ვაშაძის თქმით, ერთიანი ქმედებით აქციაზე მყოფმა ახალგაზრდებმა სიმბოლო შექმნეს, „განა რამეს არბევენ, უბრალოდ იბრძვიან თავიანთი სამშობლოსთვის“.

„არის კონკრეტული ფაქტები, რომ რეზინის ტყვიებია გამოყენებული, რომელსაც განსაკუთრებული სანქცირება სჭირდებოდა და არ არის.

რაც კანონში არ ჯდება, ეს არის რასაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აკეთებს, დანარჩენი ყველაფერი კანონში ჯდება. ეს ადამიანები იმდენად კანონიერები და მშვიდობიანები არიან, რომ მე თვითონ გაოცებული ვარ.

ვენაცვალე ამ ადამიანებს, ამ ახალგაზრდებს, რომლებიც სიმბოლოებს ქმნიან. ერთიანი ქმედებით ამ ახალგაზრდებმა სიმბოლო შექმნეს, რომ ისინი განა რამეს არბევენ, უბრალოდ იბრძვიან თავიანთი სამშობლოსთვის“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება