მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა წლების განმავლობაში მხარეთა შორის თანამშრომლობასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

„განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის, შშმ პირთა უფლებებისა და სოციალური სერვისების განვითარების მექანიზმები, ასევე ისაუბრეს მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალურ დონეზე შშმ პირთათვის პერსონალური ასისტენტის დანიშვნასა და მხარდამჭერი სერვისებს, რაც შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათი უფლებების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

მიხეილ სარჯველაძეს განცხადებით, შშმ პირთა უფლებების განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და თანამშრომლობა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება მნიშვნელოვანია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება