თინა ბოკუჩავა - დადგა დრო, როდესაც ყველა პოლიტიკოსმა და  პრეზიდენტმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და მოქალაქეებს, მთელს მსოფლიოს სიმართლე უთხრას - ყველას ვალია დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი

დადგა სიმართლის დრო, როდესაც ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკოსმა და საქართველოს პრეზიდენტმა, უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური გამბედაობა და უთხრას სიმართლე საქართველოს მოქალაქეებს და მთელს მსოფლიოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, ყველას ვალია „დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დადგა სიმართლის დრო, როდესაც ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკოსმა და საქართველოს პრეზიდენტმა, უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური გამბედაობა და უთხრას სიმართლე საქართველოს მოქალაქეებს და მთელს მსოფლიოს. ძალიან ვაფასებ იმ სიცხადეს, რომელიც ახლა არსებობს სრულ პოლიტიკურ სპექტრში საქართველოში, ისევე როგორც მის ფარგლებს გარეთ იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ართმევს ევროპულ მომავალს. ჩვენი ვალია თითოეული ჩვენგანის, პოლიტიკოსის თუ რიგითი მოქალაქის, ახალგაზრდის თუ სხვა თაობის წარმომადგენლის , რითაც შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება