ნინო წილოსანი - „ნაცების“ ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს“ კამპანიით - დაფიქრდით, რა იქნება საბოლოო შედეგი

„ნაცების“ ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს“ კამპანიით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური წარსული და რუსულია და არა ევროპული.

„ნაცების“ ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით .. ვისაც გჯერათ, რომ მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური და ა. შ ევროპაა, გეტყვით რომ ეს უბრალოდ წარსული და რუსულია, და არა ევროპული და თუ არ გჯერათ, რომ ამ ვითომ ევროპისთვის ბრძოლის უკან „ნაცების“ ბრძოლაა ხელისუფლებისთვის, ერთი წამით დაფიქრდით - რა იქნება საბოლოო შედეგი და ვინ იხეირებს ამ ყველაფრით", - წერს ნინო წილოსანი.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება