ენტონი ბლინკენი - „ჰამასი“ ერთადერთია, რომელიც ღაზის მოსახლეობასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შორის დგას

„ჰამასი“ ერთადერთია, რომელიც ღაზის მოსახლეობასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შორის დგას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა არიზონაში, მაკკეინის ინსტიტუტის „სედონას ფორუმზე“ ამერიკელ სენატორთან, მიტ რომნისთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენ ველოდებით, რომ დავინახოთ, შეუძლიათ თუ არა მათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და მძევლების გათავისუფლებაზე დადებითი პასუხის მიღება. ამ მომენტში რეალობა ის არის, რომ „ჰამასი“ ერთადერთია, რომელიც ღაზის მოსახლეობასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შორის დგას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ამასთან, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო ოპერაციას მხარს ვერ დაუჭერს და ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გეგმა არ წარმოუდგენია.

„ასეთი გეგმის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ რაფაჰში სამხედრო ოპერაციას მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან ზიანი, რომელსაც იგი გამოიწვევს, მისაღებზე მეტი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ცნობისთვის, პარასკევს „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასაახლებლად მისი დელეგაცია დღეს კაიროში გაემგზავრება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება