ირაკლი ფავლენიშვილი - აღარ გვრჩება ბერკეტი გარდა იმისა, რომ პარტნიორებთან ვახტანგ გომელაურის სანქცირების საკითხი დავაყენოთ - მოგიწოდებთ ყველა ზონდერს, ნუ ჩაჰყვებით პოლიტიკურ და სამართლებრივ სამარეში ივანიშვილს

ბოლო დღეების განმავლობაში ივანიშვილის ბანდის ფორმალური და არაფორმალური ზონდერ ჯგუფები ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე - როდესაც პირადად ვახტანგ გომელაური არაფერს აკეთებს ამ პირების დასასჯელად, ჩვენ აღარ გვრჩება სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებთან დავაყენოთ მისი სანქცირების საკითხი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი უწყება იმ სამართალდამცავი პირების დასასჯელად არაფერს აკეთებს, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ივანიშვილის ბანდის ფორმალური და არაფორმალური ზონდერ ჯგუფები ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე. ჩვენ ვიხილეთ კადრები თუ როგორ უსწორდებიან ისინი პოლიტიკოსებს, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, რიგით მოქალაქეებს. როგორ სცემენ შვილებს მამების თვალწინ და მამებს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ. ეს ამორალური ადამიანები, რომლებიც ამ საქციელს სჩადიან, ჩვენ ვიცით მათი ვინაობები, მაგრამ შს მინისტრი და მთლიანად სამინისტრო არაფერს აკეთებს, მათ დასაკავებლად, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თითოეული მათგანი, როგორიც არის გიორგი უბილავა, დიმიტრი ჭუმბურიძე, გიორგი რომანაძე, დავით ჯავახია, ზურა ხარატიშვილი, ჯონი ურიადმყოფელი. ეს ადამიანები, რომლებიც ძალადობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, იქნებიან დასჯილები ძალიან მალე. მოვუწოდებ სხვა იმ ადამიანებს, რომლებსაც ზონდერებად აღიქვამს ივანიშვილის ბანდა - ნუ იქნებით ბიძინა ივანიშვილის ხელში, ნუ ჩაჰყვებით პოლიტიკურ და სამართლებრივ სამარეში ივანიშვილს. ძალიან მალე ქართველი ხალხი კონსტიტუციურ ფარგლებში დააბრუნებს თავის მთავრობასაც, ხელისუფლებასაც და იქნება ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება და ასეთ დანაშაულებზე მოგეკითხებათ, რადგან ასე ხდება ყველა კანონიერ, ევროპულ სახელმწიფოში და გარდა ამისა მაშინ, როდესაც პირადად ვახტანგ გომელაური არაფერს აკეთებს ამ პირების დასასჯელად, ჩვენ აღარ გვრჩება სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებთან დავაყენოთ მისი სანქცირების საკითხი იმისთვის, რომ ეს ადამიანი უკანონო ბრძანებებს გასცემს და ზონდერ ჯგუფებს დღისით, მზისით და თუნდაც ღამე კამერების თვალწინ გამიზნულად და დემონსტრაციულად აცემინებს და არაადამიანურად ეპყრობა ჩვენს მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მოგიწოდებთ ყველას, ყველა ზონდერს, დაწყებული მაღალი თანამდებობის პირებით, დასრულებული ამ ხელის ბიჭებით, რომლებიც ამ საქმეს აკეთებთ - ყველას მოგეკითხებათ, ნუ ჩაჰყვებით პოლიტიკურ სამართლებრივ სამარეში ივანიშვილს და მის ბანდას”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება