აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორი - აზიის განვითარების ბანკმა და საქართველომ როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ერთად უნდა იმუშაონ

აზიის განვითარების ბანკმა და საქართველომ როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ერთად უნდა იმუშაონ, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის მმართველმა გენერალურმა დირექტორმა, ვუჩონგ უმმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაზე თბილისში ვიმყოფებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონში ყველა დაინტერესებული პირი ერთად იყოს და მის განვითარებაში წვლილი შეიტანოს. დერეფანი და დაკავშირება აზიის განვითარების ბანკის როლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტებია. განსაკუთრებით თემასთან დაკავშირებით, „ხიდი მომავლისკენ“, უფრო ნათელი მომავლისკენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, აზიის განვითარების ბანკმა და საქართველომ როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ერთად უნდა იმუშაონ, რომ მომავალთან უწყვეტი კავშირი იყოს. ეს მდგრადი და ინკლუზიური გზით ადამიანური პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ნიშნავს. ასე ჩვენ ყველასთვის მდგრადი მომავლის აშენება შეგვიძლია“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მმართველმა გენერალურმა დირექტორმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება