ნიკა მელია - როცა სახლებში გვივარდებიან, სახლებთან გვისაფრდებიან, მშობლებს ურეკავენ და აგინებენ და შვილებს ცემენ, არის ერთადერთი გამოსავალი, რუსთაველი ვაქციოთ ჩვენს სახლად

როდესაც სახლებში გვივარდებიან, სახლებთან გვისაფრდებიან, მშობლებს ურეკავენ და აგინებენ და შვილებს ცემენ, არის ერთადერთი გამოსავალი, რუსთაველი ვაქციოთ ჩვენს სახლად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე, ნიკა მელია წერს.

მისი თქმით, საქართველო არაა ქვეყანა, რომელსაც შიშით დაიმორჩილებ.

„შემდეგ კვირაში რუსული კანონის მესამე მოსმენაა. ერთად უნდა ვუთხრათ „არა“, არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ რუსულ ხელისუფლებას და მის ძალმომრეობას!

საქართველო არაა ქვეყანა, რომელსაც შიშით დაიმორჩილებ.

11 მაისს უნდა გამოვიდეთ ძალიან, ძალიან ბევრნი, გაიმართება მსვლელობა 4 ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ.

12 მაისს კი 22:00 საათიდან პარლამენტთან უნდა გამოვიდეთ და გავათენოთ ღამე საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ერთადერთი იარაღი, ვიდგეთ ერთად ძალიან ბევრნი და მტკიცედ, გამარჯვებამდე!

შევხვდებით ჯერ 11 მაისს, მეტრო 300 არაგველთან, 19:00 საათზე და მარშით მივალთ ევროპის მოედანზე, პარტია "ახალი" იდგება 300 არაგველთან, სხვები სხვა ლოკაციებზე," - წერს ნიკა მელია.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება