გიორგი ვაშაძე - ბიძინას ვეუბნები, ვერ შეინარჩუნებ ძალაუფლებას, მგონი, მართლა გაგიჟდი შენ! - მის გარემოცვას ვეუბნები, ფსიქიატრი მიუყვანეთ მაგ კაცს

ბიძინას ვეუბნები, ვერ შეინარჩუნებ ძალაუფლებას, მგონი, მართლა გაგიჟდი შენ! მის გარემოცვას ვეუბნები, ფსიქიატრი მიუყვანეთ მაგ კაცს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი სისხლიანია და მმართველი გუნდის წევრებს რეალობასთან კონტაქტი საერთოდ დაკარგული აქვთ.

„ვფიქრობ, რეჟიმი არის სისხლიანი. ვფიქრობ, რომ მათ დაკარგული აქვთ საერთოდ რეალობასთან კონტაქტი და მთავარი - როგორ იქცა [სისხლიან რეჟიმად]? გავეშებულები არიან, უნდათ შეინარჩუნონ ძალაუფლება და ბიძინას ვეუბნები, ვერ შეინარჩუნებ ძალაუფლებას. მგონი, მართლა გაგიჟდი შენ! მის გარემოცვას ვეუბნები, ფსიქიატრი მიუყვანეთ მაგ კაცს, საქართველოზეა ლაპარაკი და არა მაგალითად, ბელარუსზე. აქ სხვა ხალხია, სხვა ერია და სხვა ბრძოლისუნარიანობაა. კიდევ უფრო მეტი ვიქნებით, უფრო მედგრად ვიქნებით, ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ - განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება