პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან IQ-ზე საუბარი, როცა მათ უმეტესობას სასარგებლო იდიოტებად იყენებს ივანიშვილი და რუსეთი, სწორედ ამ IQ-ს არქონაზე მიუთითებს

ვინმე მაინც დაფიქრდით “ქართული ოცნებიდან” ვიდრე ასეთ ძალადობას გაამართლებთ, ვიდრე თქვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ წახვალთ, ღირს კი ამ ყველაფრად რომელიმე თანამდებობა და სკამი? “ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „ოცნება“ ახალგაზრდებს და ქვეყანას მომავალს უსპობს, ევროპისკენ მიმავალ გზას უხერგავს.

„ქართული ოცნების”ლიდერებისგან IQ-ზე საუბარი, როცა მათ უმეტესობას სასარგებლო იდიოტებად იყენებს ივანიშვილი და რუსეთი, სწორედ ამ IQ-ს არ ქონაზე მიუთითებს. თქვენი ხელით ახალგაზრდებს და ქვეყანას მომავალს უსპობთ, ევროპისკენ მიმავალ გზას უხერგავთ. ვინც ამას არ ეგუება იმ ხალხს აქციებზე არბევთ, ფიზიკურად უსწორდებით, ტელეფონებზე ურეკავთ, სახლში უვარდებით და უტიფრად, ფარისევლურად გვიმტკიცებთ, რომ ეს მაღალინტელექტუალური ევროპული ქცევაა.

ვინმე მაინც დაფიქრდით “ქართული ოცნებიდან” ვიდრე ასეთ ძალადობას გაამართლებთ, ვიდრე თქვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ წახვალთ, ღირს კი ამ ყველაფრად რომელიმე თანამდებობა და სკამი? ქუჩაში გავლა შეგრცხვებათ და ისე ნუ მიიყვანთ საქმეს, რომ გაბრაზებული ხალხისგან ვერავინ დაგიცვათ. ცვლილებების დრო მოვიდა ამიტომ ხვალ ყველანი რუსთაველზე. არა ყველაფერს რუსულს! არა ძალადობას! კი ევროპას და საქართველოს გამარჯვებას!” - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება