საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს თავმჯდომარეს იან ბორგს შეხვდა.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას 2024 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განვიხილე”, - წერს პრეზიდენტი.