დაბადების ადგილი ქ. პარიზი. 1972 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის (ნიუ-იორკი) უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.
1974-1977წწ. იყო საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანი რომში;
1977-1980წწ. - საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივანი გაეროში;
1980-1984წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელი;
1984-1988წწ. - საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი ვაშინგტონში;
1988-1989წწ. - ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველი მდივანი;
1989-1992წწ. - საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი ჩადის რესპუბლიკაში;
1992-1993წწ. - ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პირველი მდივანი(ბრიუსელი);
1993-1996წწ. - დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე( ბრიუსელი);
1996-1998წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი;
1997-1998წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორი;
1998-2001წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროების და განიარაღების სამმართველოს თანამშრომელი;
2001-2003წწ. -საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი;
2003-2004წწ. - საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
2004-2005წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
2006-2015წწ. საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი, 2010-2015წწ. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. არის პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს გზის" ლიდერი (2006წ); საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020).
საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს 2018 წელს.