საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Other news for today
გაერთიანებულ სამეფოში „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცეს

გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ „ფაიზერ/ბიონტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს განცხადებით, მათ ვაქცინის მოზარდებში გამოყენების მკაცრი მიმოხილვა ჩაატარეს. BBC-ი წერს, რომ მარეგულირებლის მიერ დამტკიცების შემდეგ ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა (JCVI) მთავრობას უნდა გაუწიოს რეკომენდაცია იმის შესახებ, უნდა განხორციელდეს თუ არა ვაქცინაცია აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.

შეგახსენებთ, „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება ევროკავშირმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია უკვე დაიწყეს აშშ-სა და კანადაში. გერმანიამ კი განაცხადა, რომ 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრას 7 ივნისიდან გეგმავს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა