საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Other news for today
2022 წლიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე საფრანგეთი გახდება

2022 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე საფრანგეთი გახდება. საფრანგეთი თავმჯდომაროებას როტაციის პრინციპით 6 თვით სლოვენიისგან გადაიბარებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანულ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისთვის დიდი პატივია და ერთიანობის მისაღწევად საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს.

„ერთი წინადადებით რომ მომიწიოს ევროკავშირის პრეზიდენტობის მიზნების მიმოხილვა, რომელიც გაგრძელდება 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ევროპული თანამშრომლობიდან ძლიერ ევროპამდე უნდა გადავიდეთ, რომელიც იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტს“, - განაცხადა მაკრონმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს