მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ; სააკაშვილმა დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას 2007 წლის 7 ნოემბრის მანიფესტაციის დარბევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

;როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სურს გაირკვეს, რა იყო იმ მოვლენებში მისაღები და რა - მიუღებელი. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგი მსოფლიოში მიღებული მეთოდებით დაიცვა, მისაღებია. სააკაშვილის შეფასებით, ეს მით უმეტეს მისაღები იყო, რადგან ცნობილი იყო, რომ იმ მოვლენებში უცხოური ძალები იყვნენ ჩართული.

;პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის, რომ იმ დროისთვის ოპოზიციის სპექტრი და მთავრობა რადიკალურად იყვნენ დაპირისპირებული მრავალ საკითხთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო. “ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვუპირისპირდებით ერთმანეთს, გზავნილს ვუგზავნით მტერს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

;მიხეილ სააკაშვილის თქმით, პოლიტიკურ საკითხებში ექსტრემიზმი მიუღებელია და იგი მოხარულია, რომ დღეს ნაწილი იმ ოპოზიციისა, რომელიც მაშინ მანიფესტაციებში მონაწილეობდა, წავიდა დიალოგზე, რაც მისასალმებელი ფაქტია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს