„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპმა“ სერვისებში ელექტრონული ხელმოწერა დანერგა.

აღნიშნული ნაბიჯი სკაპის მთავარი სტრატეგიული მიმართულების - სერვისების გაციფრულების ნაწილია, რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე წელს, რებრენდინგის ფარგლებში დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 15 წლის განმავლობაში ბაზარზე „სვის კაპიტალის“ სახელით ოპერირებდა, 2025 წლის სექტემბრიდან კი საქმიანობას „სკაპის“ სახელით აგრძელებს.

ციფრული სერვისების განვითარების უპირატესობები მომხმარებლისთვის

„სერვისების გაციფრულების მიზანი მომხმარებლისთვის უფრო მარტივი, მოქნილი და ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების შექმნაა. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით სამომხმარებლო გამოცდილება გავხადოთ კიდევ უფრო კომფორტული, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ სერვისის მიწოდების პროცესი, დავზოგოთ მომხმარებლის დრო და უზრუნველვყოთ უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი“, - აღნიშნავს სკაპის სერვისებისა და ოპერაციების განვითარების ხელმძღვანელი, ნინო რეხვიაშვილი.

ელექტრონული ხელმოწერა სკაპმა კომპანია Signify-სთან პარტნიორობით დანერგა. აღნიშნული ციფრული ინსტრუმენტით სკაპი, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ამარტივებს მომსახურებას და, მეორე მხრივ, ამცირებს საბეჭდი ქაღალდის გამოყენებას, რაც სრულ თანხვედრაშია ორგანიზაციის გარემოსდაცვით მიდგომებთან.

აღსანიშნავია, რომ სკაპი იყო პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბაზარზე, რომელმაც მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის ფინანსური პროდუქტები მობილური აპლიკაციის ფორმატში შესთავაზა. Scapp აპლიკაცია, როგორც პლატფორმა, 2022 წელს შეიქმნა და მის ფარგლებში შეთავაზებული ფინანსური სერვისების ასორტიმენტი მუდმივად იზრდება.

სკაპის მობილური აპლიკაციით სარგებლობის უპირატესობები

Scapp აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია დისტანციურად, ფილიალში ვიზიტის გარეშე ისარგებლოს საკრედიტო პროდუქტებით, მართოს მიმდინარე ვალდებულებები და განახორციელოს ონლაინ გადახდები. ამასთან, პლატფორმაზე შესაძლებელია ვალუტის კონვერტაცია ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო გაცვლითი კურსით. ამჟამად Scapp-ში რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 90 000-ს აღწევს.

Scapp ხელმისაწვდომია როგორც App Store-ში, ასევე Play Store-ში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი მომავალშიც გააგრძელებს კომფორტული, თანამედროვე და ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის