ირაკლი კობახიძე - 12 პუნქტის გარშემო სამუშაო პროცესში ჩართული უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც  ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს და არ არიან შემჩნეული რაღაცების გაყალბებაში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამუშაო პროცესში 12 პუნქტის გარშემო ჩართული უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს და რომლებიც არ არიან შემჩნეული რაღაცების გაყალბებაში.

„ვინც PVT-ს გამყალბებელ და პოლიტიკური მოთხოვნების გამხმოვანებელ „ენჯეოს“ სოლიდარობას უცხადებს, მისი ადგილი სამუშაო პროცესში, ბუნებრივია, არ არის. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად იფილტრება ის სამუშაო პროცესი, რომელიც წარიმართება 12 პუნქტის გარშემო. ეს არის ძალიან ლოგიკური პროცესი. სამუშაო პროცესში 12 პუნქტის გარშემო ჩართული უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს და რომლებიც არ არიან შემჩნეული რაღაცების გაყალბებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შექმნის თუ არა პრობლემას ის, რომ სამუშაო ჯგუფში არ იქნებიან ჩართული საია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „ისფედი“, კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სამი ორგანიზაცია არც სამოქალაქო სექტორია და არც სამოქალაქო ორგანიზაცია.

„სამოქალაქო საზოგადოება არ არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი „ენჯეო“. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“. ესენია: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ისფედი“. მათ უწოდებენ ხოლმე ხშირად არასამთავრობო სექტორს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მაშინ, როდესაც ის არის მხოლოდ სამი ორგანიზაცია, რომლებიც მაინცდამაინც არც კომპეტენტურობით და არც კეთილსინდისიერებით გამოირჩევიან. ჩვენთვის სამოქალაქო საზოგადოება არის ყველა ის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული პროფესიული უნარებით და თვისებებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები იქნებიან ჩართული სამუშაო პროცესში, მაგრამ ეს სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ არავითარ შემთხვევაში არ არის სამოქალაქო სექტორი და არც სამოქალაქო საზოგადოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება