რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

ყველაფერი, რაც ქალს ჯანმრთელობის, სიჯანსაღისა და თავის მოვლისთვის სჭირდება, PSP უსაზღვროდ დიდ არჩევანს სთავაზობს, ამასთან მსოფლიოში ცნობილი ბრნედების პროდუქციაზე 10 მარტის ჩათვლით განსაკუთრებულ, 70%-მდე ფასდაკლებას აცხადებს.

ეს მრავალფეროვნება და გრანდიოზული ფასდაკლება ძალიან ამარტივებს ქალთა დღეების საჩუქრების შეძენას. მსოფლიოში ცნობილი 100-ზე მეტი ბრენდის პროდუქტებიდან სასურველს ადვილად იპოვი, მაგრამ ყველას ერთად ხომ არ უყიდი; საკითხი დგება, რომელი უფრო სჭირდება ქალს: შრატი თუ სახის ნიღაბი? სახის ნიღაბი თუ ტუში? ბალზამი თუ კონდიციონერი? კონდიციონერი თუ თმის ზეთი? კოლაგენი თუ ვიტამინი? CC კრემი თუ კონსილერი...

და სწორედ მაშინ, როდესაც ყველა კოსმეტიკა თუ ყვავილები, სუნამო თუ სამკაული, თუ…-ზე იმტვრევდა თავს, აღმოჩნდა, რომ ქალების უდიდეს ნაწილს სინამდვილეში მეტი გამოძინება, სამსახურის მერე დასვენება, ფინანსური დამოუკიდებლობა, ოჯახში ზრუნვის გადანაწილება, სქესის განურჩევლად დაწინაურების თანაბარი შესაძლებლობა, ქალებზე სტერეოტიპებისგან გათავისუფლება, პროფესიების სქესის მიხედვით არდაყოფა, მისი არა, რომ არად ისმოდეს და მემკვიდრეობის თანაბარი განაწილება სჭირდებათ.

„ეს ერთგვარი აღიარება და სიმართლისთვის თვალის გასწორებაა, რომელიც PSP-ს კომუნიკაციას მუდამ თან სდევს - გამბედაობა გავუსწოროთ თვალი რეალობას შეულამაზებლად, დავფიქრდეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“,-აცხადებენ PSP-ში.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია