ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს

პრემიერ-აგენტის სტატუსის დანერგვით Livo.ge მომხმარებლებსა და ბროკერებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. სტატუსი პროფესიონალიზმის, ახალი სტანდარტისა და სანდოობის ნიშანი გახდება.

„უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებელი ისეთ პროფესიონალს ეძებს, ვისთან თანამშრომლობაც უსაფრთხო, კომფორტული, შედეგიანი და რაც მთავარია, სანდოა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პრემიერ-აგენტის სტატუსის შემოტანა, როგორც მაღალი ხარისხის გარანტის. ამ სიახლით მართლაც ახალ სტანდარტს ვაწესებთ. პირველი ნოემბრიდან Livo.ge-ზე განცხადების გამოქვეყნება მხოლოდ იმ ბროკერს შეეძლება, რომელსაც პრემიერ-აგენტის სტატუსი ექნება. ეს სტატუსი იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მომხმარებელს მაღალი დონის პროფესიონალთან აქვს ურთიერთობა, თავად ბროკერისთვის კი შესაძლებლობა, საკუთარი საქმიანობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადოს.“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

პრემიერ-აგენტს შეეძლება განცხადებები განსაკუთრებული სტატუსითა და ვერიფიცირებული ბეჯით განათავსოს უძრავი ქონების ყველაზე დიდ პლატფორმაზე - Myhome.ge-ზეც, ასევე ისარგებლებს სხვადასხვა შეთავაზებითა და პერსონალური მენეჯერის მხარდაჭერით. თუ რა პროცესი უნდა გაიარონ მსურველებმა სტატუსის მისაღებად, დეტალურად Livo.ge-ზეა გამოქვეყნებული. პრემიერ-აგენტთან თანამშრომლობის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს მიღებული გამოცდილება, აგენტის სტატუსის შენარჩუნება მათ შეფასებებზე იქნება დამოკიდებული.

Livo.ge საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემის, „თინეთის“, ქოლგის ქვეშ შემავალი კომპანიაა. „თინეთი“ 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს და თვეში 2 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს