ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება

თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს Skillwill-ის ტექნოლოგიურ კურსებზე სრული დაფინანსებით სწავლისა და პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვთ. თბილისის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში რეგისტრაცია 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მინიმუმ 16 წლისაა. შერჩეული მონაწილეების სწავლის საფასურს თბილისის მერია სრულად დაფარავს, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი ისინი ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

Skillwill პროგრამის მონაწილეებს ოთხ თანამედროვე მიმართულებას სთავაზობს:

  • Power BI & SQL: ბიზნესი ციფრებში AI-ის გამოყენებით
  • ციფრული მარკეტინგი AI-ის დახმარებით
  • Vibe Coding ხელოვნური ინტელექტით
  • კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით

კურსები პასუხობს იმ ცვლილებებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შრომის ბაზარზე უკვე გამოიწვია. კომპანიებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ თანამშრომლები, რომლებსაც მონაცემების დამუშავება, ციფრული მარკეტინგი, AI ინსტრუმენტების გამოყენება და თანამედროვე ციფრული პროდუქტების შექმნა შეუძლიათ.

Power BI & SQL-ის კურსზე მონაწილეები შეისწავლიან მონაცემების დამუშავებას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას, რათა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასაგებად წარმოადგინონ და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამოიყენონ.

ციფრული მარკეტინგის მიმართულება აერთიანებს თანამედროვე მარკეტინგულ ინსტრუმენტებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს. მონაწილეები გაეცნობიან ციფრული კამპანიების დაგეგმვას, აუდიტორიასთან კომუნიკაციას, შედეგების ანალიზსა და AI ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას.

Vibe Coding-ის კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმუშაონ ციფრული პროდუქტების შექმნაზე და თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტები პრაქტიკულ ამოცანებში გამოიყენონ.

კონტენტის შექმნის კურსი კი მოიცავს AI ინსტრუმენტების გამოყენებას იდეის დამუშავების, კონტენტის დაგეგმვისა და სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის მასალის შექმნის პროცესში.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ანაზღაურებადი სტაჟირებაა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიღებულ ცოდნას რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენებენ, პროფესიულ გამოცდილებას დააგროვებენ და მომავალ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მიიღებენ.

რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა 21 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე dasakmdi.ge და აირჩიონ Skillwill-ის სასურველი კურსი.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს