ომბუდსმენი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების, მაგალითად, კარვის, გამოყენებით.

ობუდსმენი მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი "ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით", რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.

„ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით, რაც სახალხო დამცველის აზრით, არ არის საკმარისი, პროექტით წარმოდგენილი შეზღუდვების დასაწესებლად.

სახალხო დამცველის განცხადებით, მოქმედი ნორმები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხეების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ამ კუთხით დამატებითი აკრძალვების დაწესების საჭიროება არ არსებობს. მითუმეტეს, რომ კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველის სრული განცხადება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე:

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება