მამუკა მდინარაძე - ISFED-ი, გამყალბებელი ორგანიზაცია დღეს უკვე დაკავებულია რეალობის გაყალბებით, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ

არადემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც არ არის დემოკრატიული წყობა და ეს ქვეყნები ვერ დაიკვეხნიან დემოკრატიის ხარისხით, იმ ქვეყნებშიც კი არ გვახსენდება, რომ NGO სექტორის წარმომადგენლებს გაეყალბებინათ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ISFED-მა საქართველოში არეულობის მოსაწყობად გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და ახლა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და მის ლეგიტიმურობაზე იზრუნოს.

„როდესაც დემოკრატიის და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით ჩატარდა არჩევნები საქართველოში, მოხდა ისტორიული უპრეცედენტობა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა ამ ორგანიზაციამ [ISFED] და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დღესაც მუშაობს და არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ შექმნია. ეს ერთ ადამიანს რომ გადააბრალეს, ასე კი არ იყო, ორგანიზაციის პრობლემა იყო. დღეს კი ცდილობენ, შეცდომა დაარქვან, მაგრამ ასეთი შეცდომები არ ხდება. თვეების განმავლობაში რომ არ გაამხელ ელემენტარულ საკითხს, ეს არის გაყალბება. საქართველოში არეულობის მოსაწყობად გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ეს უმძიმესი ცოდვა ადევს იმ ორგანიზაციას, რომელიც ახლა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და მის ლეგიტიმურობაზე იზრუნოს, იმსჯელოს და აკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება, როგორ ატარებს არჩევნებს, ან ცესკო როგორ ატარებს არჩევნებს. შესაბამისად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო ის კანონმდებლობა და ის მექანიზმები, რომლებიც აბსოლუტურად გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას სჭირდება. ცესკო ასე იქცევა, მაგრამ ISFED-ი, სხვებთან ერთად, გამყალბებელი ორგანიზაცია დაკავებულია რეალობის გაყალბებით დღეს უკვე, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დააყენონ ეჭვქვეშ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო