„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - სამწუხარო ფაქტია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულიად  „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ფილიალად იქცა, რაც არაერთი ფაქტით დასტურდება

სამწუხარო ფაქტია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულიად იქცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ფილიალად, რაც არაერთი ფაქტით დასტურდება,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების” აქტივისტებით, თანამდებობის პირებითა და მათი ოჯახის წევრებით კომპლექტდება.

„ზუსტად იმდენი განცხადებაა შესული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვს ოლქში რამდენი კომისიის წევრი არის ასარჩევი საუბნო საარჩევნო კომისიებში. „ქართული ოცნების” შტაბში წინასწარ დალაგებული თანამდებობების მიხედვით არის წარდგენილი განაცხადები კომისიის თავმჯდომარის, მდივნისა და წევრის თანამდებობებზე, რაც დასტურდება უკონკურენტო გარემოთი და თავმჯდომარისა და მდივნის თანამდებობებზე წარდგენილი თითო განაცხადით.

მიუხედავად იმის, რომ 6 დღის უკან დაიწყო კონკურსანტების განაცხადების მიღება, ოპოზიციურად განწყობილი პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებისთვის ხელმისაწვდომი გახდა რამდენიმე საათის წინ. რეალურად, 700-ზე მეტი განაცხადის რამდენიმე საათში განხილვა ფიზიკურად შეუძლებელია. ფაქტობრივად,საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება „ქართული ოცნების” აქტივისტებით, თანამდებობის პირებითა და მათი ოჯახის წევრებით. გვინდა გაგაცნოთ წინასწარ, ვინ იქნება საუბნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელი წევრები, თავმჯდომარეები, მდივნები, ვისაც დღეს აირჩევს კომისია, „ქართული ოცნების“ შტაბიდან მიღებული დავალებით. ამ სიაში წარმოდგენილი პირები პირდაპირ არიან დაკავშირებული “ქართულ ოცნებასთან”,- აცხადებს ნიკა ქაშიბაძე.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა