ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

საქართველოში განათლების ახალი ეტაპი იწყება JBS სკოლა, ჯანო ბაგრატიონის მემკვიდრეობით შთაგონებული პირველი საგანმანათლებლო სივრცე რეგიონში, რომელიც ამკვიდრებს ჰოლისტური განათლების თანამედროვე მოდელს და ქმნის გარემოს, სადაც ბავშვი ვითარდება სრულად გონებით, სხეულითა და ხასიათით.

სკოლა ეფუძნება რწმენას, რომ განათლება არ უნდა ამზადებდეს მხოლოდ გამოცდებისთვის ის უნდა ამზადებდეს ცხოვრებისთვის. სწორედ ამ ხედვაზეა დაფუძნებული JBS სკოლა, რომელიც პირველ მოსწავლეებს 2026 წლის სექტემბრიდან მიიღებს.

რატომ შეიქმნა JBS სკოლა

წლების განმავლობაში განათლების სისტემების ძირითადი აქცენტი აკადემიურ შედეგებზე კეთდებოდა, მაშინ როდესაც ბავშვის განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტები ფიზიკური ჯანმრთელობა, ემოციური მდგრადობა, შემოქმედებითობა და სოციალური უნარები ხშირად ნაკლებ ყურადღებას იღებდა.

დღეს კი ბავშვები იზრდებიან სწრაფად ცვალებად, ტექნოლოგიურად დატვირთულ და კონკურენტულ სამყაროში, სადაც წარმატებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ მაღალი დონის აკადემიური ცოდნა, არამედ მიზან-დასახულობა, ურთიერთობები, შეუპოვრობა და დისციპლინა

სწორედ ამ საჭიროებიდან გამოდინარე შეიქმნა JBS სკოლა როგორც პასუხი თანამედროვე განათლების გამოწვევებზე და ახალი თაობის რეალურ მოთხოვნებზე

ჰოლისტური განათლებამომავლის სტანდარტი

JBS სკოლა ამკვიდრებს ჰოლისტურ განათლებას მოდელს, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის აკადემიურ ცოდნას, ფიზიკურ განვითარებას, ემოციურ კეთილდღეობასა და პიროვნულ ზრდას.

ეს არის არა დამატებითი კომპონენტი, არამედ განათლების საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის წარმატებას მომავალში.

სკოლები არ უნდა შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებითისინი უნდა ფუნქციონირებდნენ როგორც ადამიანის განვითარების სისტემები, — აღნიშნავს საერთაშორისო განათლების ექსპერტი და ჯეიბიეს სკოლის აკადემიური დირექტორი ტროი ფილმანი

დამფუძნებლების ხედვა

JBS სკოლის შექმნის იდეა ეფუძნება მიზანს — შეიქმნას სივრცე, სადაც ბავშვი ვითარდება სრულად.

ჩვენი მიზანი იყო, საქართველოშიც შეგვექმნა გარემო, სადაც თანაბრად ზრუნავენ ბავშვის გონების, სხეულისა და ხასიათის განვითარებაზე. ეს არ უნდა ყოფილიყო რიგითი სკოლა ეს უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ბავშვები შეუპოვარ და თავდაჯერებულ ადამიანებად ყალიბდებიან, აცხადებს სკოლის თანადამფუძნებელი ლევან ახვლედიანი

ძლიერი აკადემიური პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებით

JBS სკოლის აკადემიური პროგრამა აერთიანებს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს და ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე.

მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა:

  • ისწავლონ ორენოვან გარემოში (ქართული და ინგლისური)
  • მიიღონ საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომი ან ამერიკული სკოლის ატესტატი და ქართული ატესტატი
  • განივითარონ STEM მიმართულებები
  • დაეუფლონ მეწარმეობასა და ფინანსურ განათლებას
  • ისწავლონ პროექტებზე დაფუძნებული მეთოდით

სპორტი როგორც ცხოვრების ნაწილი

JBS სკოლაში სპორტი არ არის დამატებითი აქტივობა — ის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

მოსწავლეები რეგულარულად ერთვებიან ფიზიკურ ვარჯიშებში, გუნდურ და ინდივიდუალურ სპორტში, ასევე აღდგენის პრაქტიკებში, როგორიცაა იოგა.

სპორტი ხელს უწყობს დისციპლინის, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის განვითარებას თვისებებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებისთვის როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.

კეთილდღეობა და ემოციური განვითარება

სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეების ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.

სასწავლო გარემო ხელს უწყობს:

  • თვითშემეცნებას
  • ემოციური ინტელექტის განვითარებას
  • სტრესის მართვას
  • შინაგან ბალანსს

ბავშვები ბევრად უფრო დაბალანსებულები და ცხოვრებისთვის უკეთ მომზადებულები არიან მაშინ, როცა იზრდებიან გარემოში, სადაც მათ პიროვნებას სრულად აღიქვამენ, — აღნიშნავს განათლების სპეციალისტი რიკარდ ლასენი

განათლება, რომელიც ცხოვრებისთვის ამზადებს

JBS სკოლა ქმნის არა უბრალოდ სასწავლო სივრცეს, არამედ გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ აზროვნებას, თანამშრომლობას, პასუხისმგებლობას და საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას.

სკოლის მიზანია აღზარდოს თაობა, რომელიც მზად იქნება არა მხოლოდ აკადემიური წარმატებისთვის, არამედ რეალური ცხოვრების გამოწვევებისთვის.

JBS სკოლა პირველ მოსწავლეებს 2026 წლის სექტემბრიდან მიიღებს და მიზნად ისახავს გახდეს განათლების ახალი სტანდარტი საქართველოში — ადგილი, სადაც იზრდება მომავლის ახალი თაობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

Web: www.jbsschool.ge

Phone: +995 511 703344Address: თბილისი, ო.ჩხეიძის 5

(R)

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა