ელენე ხოშტარია - რაც ბიძინა ივანიშვილმა გორში იკადრა, ეს არის საკუთარი ისტორიის, ქვეყნის, სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი - ამას აკეთებენ მხოლოდ მტრები

რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გორში იკადრა, ეს არის საკუთარი ისტორიის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი - ამას აკეთებენ მხოლოდ მტრები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს.

"რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გორში იკადრა, ეს არის საკუთარი ისტორიის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ამას აკეთებენ მხოლოდ მტრები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველ ხალხზე შანტაჟი, დაშინება და მსგავსი ტყუილები, არა თუ არ მოქმედებს, პირიქით, გვაერთიანებს. გვაერთიანებს ღირსება, გვაერთიანებს ჩვენი ისტორია და გვაერთიანებს, რაც მთავარია, ჩვენი მომავალი, რომელიც იქნება ევროპული, უსაფრთხო, მშვიდობიანი.

შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი საქართველოში, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილი. მან ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის არჩევანი გაკეთებულია. მსგავსი უღირსი განცხადებებით მხოლოდ თავის თავს აზიანებს. ჩვენ ვართ ძლიერები, ერთიანები, ღირსეულები, ეს არაერთხელ ვაჩვენეთ და 26 ოქტომბერს იმავეს ვიტყვით უკვე არჩევნებზეც“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, გუშინ, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს