„კოალიცია ცვლილებისთვის“ - ბიძინა ივანიშვილმა ერთი-ერთში გაიმეორა ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია - “ქართული ოცნების” მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკას

ბიძინა ივანიშვილმა ერთი-ერთში გაიმეორა ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია და მორიგი მოღალატეობრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული განცხადება გააკეთა,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას” განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, განცხადებასი განმარტავენ, რომ “ქართული ოცნების” მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკას და ლეგიტიმაციას აძლევს ჩვენი სამშობლოს დანაწევრებას.

“გუშინ, გორში, ქალაქში, რომელმაც ყველაზე კარგად იცის 2008 წელს ვინ იყო აგრესორი და ვინ საკუთარი სამშობლოს დამცველი, ბიძინა ივანიშვილმა ერთი-ერთში გაიმეორა ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია და მორიგი მოღალატეობრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული განცხადება გააკეთა.

“ქართული ოცნების” მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკას და ლეგიტიმაციას აძლევს ჩვენი სამშობლოს დანაწევრებას.

ისტორიის გაყალბების გუშინდელი უმძიმესი ფაქტი არის ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფა, გმირი სამხედროებისა და მათი ოჯახების, თითოეული ჩვენგანის და მთელი ჩვენი ერის და სამშობლოსი.

ეს თავხედური თავდასხმა საქართველოს ისტორიაზე, აწმყოსა და მომავალზე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ 26 ოქტომბერს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ჩვენი სამშობლოს ბედი წყდება. საქართველოს ღირსეული მომავალი ჩვენს ხელშია”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს