უზნაძის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლი პოპულარულია

თბილისში, უზნაძის ქუჩა №2-ში მდებარე ქორწინების სახლი პოპულარული გახდა. აქ მიმდინარე წელს 720-მა წყვილმა იქორწინა, ხოლო ივლისის თვეში 100-მდე წყვილი აპირებს დაქორწინებას.

2009 წელს აღნიშნულ ქორწინების სახლში ყველაზე მეტი წყვილი თებერვალში (204), ივნისსა (187) და აპრილში (130) დაქორწინდა. ცნობისთვის ქორწინების რეგისტრაცია სახელმწიფო ბაჟისა (9 ლარი) და სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასურის (120 ლარი) გადახდის შედეგად არის შესაძლებელი.

უზნაძის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლი გასული წლის 26 ნოემბერს გაიხსნა. 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქორწინების სახლს 38-მა წყვილმა მიმართა.

შენობა, რომელსაც ქორწინების სახლის ფუნქცია 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, საბერძნეთის მთავრობის მხარდაჭერით გარემონტდა. ქორწინების სახლში განთავსებულია სხვადასხვა დიზაინის ორი სარიტუალო დარბაზი.

უზნაძის ქუჩაზე ქორწინების სახლი პირველად 1964 წლის 30 აგვისტოს გაიხსნა და 1990 წლის ჩათვლით მოქმედებდა. ამ პერიოდში შენობაში 125 429 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა.

ქორწინების სახლის ყოფილი შენობა 1991 წელს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას დროებით სარგებლობაში გადაეცა, 2006 წელს კი მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უზნაძის ქ. №2-ს ძველი ფუნქცია დაებრუნებინა და შენობა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადასცა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია