სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ

„სანებოს“ ყველის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე აქვს: ბრენდის ასორტიმენტს ქართველებისთვის ერთ-ერთი ძალიან პოპულარული - ყველი იმერულად დაემატა.

„სანებოს“ ყველი იმერულად თანამედროვე ტექნოლოგიებითა და წარმოების მრავალწლიანი გამოცდილებით იქმნება. წარმოების პროცესის თითოეული ეტაპი მკაცრად კონტროლდება. ყველა მათგანი სრულად შეესაბამება უსაფრთხოებისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს.

„სანებოს“ ყველი იმერულად ზომიერად მარილიანია. ის ნაზი, გლუვი, დაბალანსებული სტრუქტურითა და მკვრივი ზედაპირით გამოირჩევა. ყველი მთელი წლის განმავლობაში საუკეთესო ხარისხის, ნატურალური ქართული რძისგან მზადდება. საგულისხმოა, რომ საუკეთესო ხარისხის მისაღებად, ის ორმაგ პასტერიზაციას გადის.

“სანებოსთვის” იმერული ყველის შეთავაზება მნიშვნელოვანი და საამაყო ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქართული ყველის განვითარებას ვაგრძელებთ. 13 წლის წინ “სანებომ” ქართველ მომხმარებელს პირველი ეტიკეტირებული ყველი შესთავაზა. ამჯერად კი დავიწყეთ იმერული ყველის წარმოება, რომლის გემოვნური თვისებებისა და ხარისხის შეფასება მათ საუკეთესოდ გამოსდით”, - აცხადებენ “სანებოს” ბრენდის წარმომადგენლობაში.

ტრადიციულად იმერული ყველი ეროვნული კულინარიის, სუფრისა თუ უბრალოდ ყოველდღიური წახემსების განუყოფელი ნაწილია. მას საუკეთესო გემო და მრავალმხრივი გამოყენება აქვს. სანებოს ყველი იმერულად შესანიშნავი არჩევანია კერძებზე მისაყოლებლად, მსუბუქი სადილისას თუ ქართული კულინარიის საუცხოო ნიმუშის — ხაჭაპურის მომზადებისას.

„სანებო“ პრეზიდენტისგან ქართული ყველის წარმოებას აერთიანებს. იმერულის გარდა, კომპანიის მიერ შეთავაზებულ სახეობებს შორისაა საუკეთესო ხარისხის, ქართული ნატურალური რძისგან, მრავალწლიანი გამოცდილებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ქარხნული ყველი, სულგუნი, შებოლილი სულგუნი და ალპური. ამიერიდან კი ამ მრავალფეროვან არჩევანს უკვე განსაკუთრებული პროდუქტი - ყველი იმერულად დაემატა.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის