სამედიცინო უნივერსიტეტში გაფართოებული შეხვედრა ჩატარდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 24 ივლისს გაფართოებული შეხვედრა ჩატარდება.

;როგორც `ინტერპრესნიუსს~ თსსუ-დან აცნობეს, შეხვედრაში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, კლინიკის ხელმძღვანელები, წარმატებული ექიმები და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

;შეხვედრა უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებს, აკადემიურ კონკურსს, კლინიკური ბაზების საკითხს და თანამშრომლობის შესაძლებლობებს ეძღვნება. რექტორი თავის მოხსენებაში ისაუბრებს უნივერსიტეტის ძირითად ფასეულობებზე – სწავლის ხარისხზე, პროფესიონალიზმზე, ექიმის რეპუტაციაზე.

;შეხვედრაზე წარმატებული კლინიკების ხელმძღვანელები სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისათვის კლინიკური ბაზების შეთავაზებას გეგმავენ. კერძოდ, უნივერსიტეტს თავიანთ კლინიკურ ბაზებს სთავაზობს ლევან სამხარაულის სახელობის საქართველოს ეროვნული ექსპერტიზის ბიურო, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (დირექტორი აკად. ფ. თოდუა), ქირურგიის ეროვნული ცენტრი (გენერალური დირ. ბ. მოსიძე), თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (033), თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი (გენ. დირექტორი აკადემიკოსი ნ. სააკაშვილი), ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, დ. კობეშავიძის სამეანო გინეკოლოგიური კლინიკა შ.პ.ს. ,,გინეკა”, დ. გაგუას ,,კლინიკა”, სტომატოლოგიური და სასწავლო-კვლევითი ცენტრი “უნიდენტი”, მორფოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სახალხო ჰოსპიტალი, თბილისი #2 სამშობიარო სახლი, თერაპიის ინსტიტუტი და ამერიკულ-ქართული ფარმაცევტული საწარმო “გამა”.

;შეხვედრაზე შესაძლოა შემოთავაზებები სხვა სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელებისაგანაც გაკეთდეს.

;

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე