BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში

საქართველოს ლოგისტიკური სექტორი სწრაფი ტრანსფორმაციის ეტაპზეა. ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციები ქმნის პირობებს, რომ საქართველო რეგიონულ სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბდეს. ტვირთნაკადის მატება და საერთაშორისო მარშრუტების დივერსიფიკაცია ზრდის მოთხოვნას თანამედროვე, მოქნილ და მაღალი სტანდარტების შესაბამის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე.

ამ პროცესში ITMC ერთ-ერთ პერსპექტიულ მოთამაშედ გვევლინება.კომპანია უკვე ოპერირებს 5,667 კვ.მ ფართობის მქონე საბაჟო საწყობით, თუმცა მისი გრძელვადიანი მიზანი უფრო მასშტაბურია - მრავალფუნქციური, მაღალტექნოლოგიური და სრულად ინტეგრირებული ლოგისტიკური ჰაბის შექმნა, რომელიც მოემსახურება როგორც კომერციულ და ტემპერატურულად კონტროლირებად ტვირთებს, ისე ამანათებსა და cross-docking ოპერაციებს. ITMC-ის მიზანია ისეთი ცენტრის შექმნა, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო მოთამაშეების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს.

BDO-ს გამოცდილებამ ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში ITMC-ის მისცა არა მხოლოდ ანალიტიკური მხარდაჭერა, არამედ ფართო სტრატეგიული ხედვა. BDO-მ ITMC-ისთვის შეიმუშავა მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული განვითარების ბიზნესგეგმა, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს კომპანიის პოზიციას რეგიონის ლოგისტიკურ ეკოსისტემაში და ქმნის მყარ საფუძველს ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისთვის.

BDO-ს მიერ შესრულებულმა კვლევამ და ეკონომიკურმა დასაბუთებამ ITMC-ის მისცა გრძელვადიანი, მონაცემებზე დაფუძნებული გეგმა, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს თავდაჯერებულად დაგეგმოს გაფართოება და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. ამავე დოკუმენტმა შექმნა მყარი საფუძველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ეფექტიანი კომუნიკაციისთვის, რაც ზრდის კომპანიის შესაძლებლობას მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები.

პროექტმა ITMC-ის მისცა მკაფიო ხედვა საკუთარი პოტენციალის, საჭირო სერვისებისა და განვითარების ოპტიმალური მოდელის შესახებ - ისეთი მოდელის, რომელიც სრულად პასუხობს შუა დერეფნის დინამიკას და რეგიონული ტვირთნაკადის ზრდის ტენდენციებს. შედეგად, ITMC იღებს გრძელვადიან სტრატეგიულ ჩარჩოს, რომელიც აძლიერებს მის პოზიციას როგორც საქართველოში, ისე რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში.

პროექტი განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, რაც მის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო გამოკვეთილად წარმოაჩენს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში