პარლამენტში საგადასახადო და საბაჟო ცვლილებები კიდევ ერთხელ განმარტეს

პარლამენტში ბოლოს დროს განხორციელებულ საგადასახადო და საბაჟო ცვლილებებს კიდევ ერთხელ განმარტავენ.

საგადასახდო და საბაჟო; კოდექსებში განხორციელებულ ცვლილებების მნიშვნელოვან ასპექტებზე განმარტებები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯოდმარე ზურაბ მელიქიშვილმა სპეციალურად გამართულ პრესკონეფერცნიაზე გააკეთა.

ამ ცვლილებებით, ავტომანქანებზე ქონების გადასახადი გაუქმდა.; ასევე, 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და კლების ტენდეცია კვლავ გაგრძელდება.

ამას გარდა, შემცირდა; ქონების გადასახადი მეწარმე ფიზიკური პირებისთვის. კერძოდ, 40 000 ლარამდე შემოსავლისას პირი ქონების გადასახდისგან გათავისუფლებულია, 40 ათასიდან – 100 ათასი ლარის შემოსავლისას ქონების ღირებულების – 0,05 – 0,2 პროცენტი იქნება გადასახადი, 100 ათას ლარზე მეტი შემოსავლისას კი 0,8 – 1.0 პროცენტამდე.

შემცირდა ინვენტარიზაციის ჩატარების შესაძლებლობაც. კერძოდ, თუ მანამდე საგადასახადო ორგანოს უფროსის მოთხოვნით არააქციზური საქონლის ინვენტარიზაციის ჩატარება შესაძლებელი იყო წლის განმავლობაში სამჯერ,; ეს რაოდენობა ახლა ორამდეა შემცირებული.

ცვლიელბები შეეხო საგადასახადო სამართალდარღვევებსაც. მათ შორის, კოდექსის ახალი რედაქციით, ბუღალტერული აღრიცხვის წესის დარღვევა დაჯარიმებას აღარ იწვევს, აქამდე კი ჯარიმა 1000 ლარი იყო.

ადრე დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენაზე დაწესებული იყო ჯარიმა გადასახდელი თანხის 5 პროცენტი,; მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა და არ იყო დადგენილი ჯარიმის ოდენობის ზედა ზღვარი. განხორციელებული ცვლილებებით კი განისაზღვრა, რომ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელად დასარიცხი თანხის 60 პროცენტს, თუმცა მისი ოდენობა არ შეიძლება იყოს 200 ლარზე ნაკლები.

ასევე, თუ აქამდე პირს დღგ-ს ჩასათვლელი თანხის გადამეტების შემთხვევაში გადამეტებული თანხა უბრუნდებოდა უკან 6 თვის ვადაში, აღნიშნული ვადა; პირველი იანვრიდან სამ თვემდე შემცირდა.

აქამდე საგადასახაო ორგანოში ჩათვლის შესახებ არასწორი ინფორმაციის წარდგენა იწვევდა დაჯარიმებას ჩასათვლელი თანხის ოდენობის 300 პროცენტის ოდენობით, ახალი ცვლილებით კი ჯარიმის ოდენობა 200 პროცენტამდე შემცირდა და იგეგმება ამ კლების ტენდეციის გაგრძელბა.

მელიქიშვილმა საბაჟო კოდექსში შესულ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ,; იმპორტიორებს საშულაება მიეცათ, პროდუქციის შემოტანამდე წინასაწარი დეკლარირება მოახდინონ.

ასევე, აქამდე იმპორტიორი საქონლის ან მანქანის საბაჟო ორგანოში დაგვიანებით გამოცხადებისას მეორე დღესვე იხდიდა; 500 ლარს, ხოლო დეკლარაციის დაგვიანებით შევსებისას; - 300 ლარს. ცვლილებებით კი, იგი გადაიხდის მანაქნის დაგვიანებით საბაჟო ორგანოში მიყვანილ ყოველ დღეზე 100 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, ხოლო დეკლარაციის დაგვიანებით შევსებაზე ყოველ დაგვიანებულ დღეზე - 100 ლარს, მაგრამ არაუმეტს 500 ლარისა.

;

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია