გარემოს დაცვის სამინისტროში “ცხელი ხაზი” 070 ამოქმედდება

გარემოს დაცვისა და; ბუნებრივი რესურსების სამინისტროში “ცხელი ხაზი” ამოქმედდება.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, “ცხელი ხაზის” პრეზენტაციას ხვალ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე დაესწრება და მოქალაქეების პირველ; ზარებს უპასუხებს.

სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა; ექნება; კონკრეტული პრობლემებითა და შეკითხვებით 24 საათის განმავლობაში; სპეციალურ სამნიშნა ნომერზე - 070 მიმართოს. ოპერატორები თითოეულ ზარზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენენ, წინააღმდეგ შემთხვევაში; მოხდება საკითხის კოორდინირება შესაბამის უწყებაში. ზარების მონიტორინგის მიზნით “ცხელ ხაზზე” დაფიქსირებული საუბარი ჩაიწერება.

თუ მოქალაქისთვის ცნობილი გახდება ინფორმაცია, რომელიც შეეხება; გარემოსდაცვით საკითხებში აღმოჩენილ კანონდარღვევებს, დაუყონებლივ უნდა აცნობონ “ცხელ ხაზზე” 070, ან მიწერონ ელექტრონულ მისამართზე mailto:hotline@moe.gov.ge. ანონიმურობა დაცული იქნება.

გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს საჭიროების; შემთხვევაში დროულად დაუკავშირდნენ “ცხელ ხაზზე”, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

გარემოს დაცვის სამინისტროს “ცხელი ხაზზე” - 070 ზარის განხორციელება უფასოა.

;

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა