"08“-ში ხვალიდან პრომო აქცია - "გაიგე  მეტი - მიიღე  საჩუქარი“ ამოქმედდება

"08“-ში ხვალიდან პრომო აქცია - "გაიგე; მეტი - მიიღე; საჩუქარი“ ამოქმედდება.

;აქციის ფარგლებში, ყოველ 8008-ე აბონენტს საჩუქრად ~ორიფლეიმის“ აქსესუარები და „პე ეს პე“-ს კოსმეტიკური საშუალებები გადაეცამა. აქციის სპონსორი ~ალო პიცა“ კი გამარჯვებულს სახლში ცხელ პიცას მიუტანს.

~08~-ის მენეჯმენტის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეთა ათვლა 8 ოქტომბრის 08.00 საათიდან დაიწყება და ყოველი მოგებული აბონენტის გამოვლენის შემდეგ განახლდება. აქცია 2010 წლის 8 იანვრამდე გაგრძელდება.

~ყოველდღიურად ინფორმაციის გასაგებად 08-ში ათასობით ადამიანი რეკავს. მათი ერთგვარი წახალისების მიზნით ყოველ 8008-ე აბონენტს ჩვენი პარტნიორების - ~ორიფლეიმის“, ~პე ეს პე“-ს; და ~ალო პიცას“ დახმარებით დავასაჩუქრებთ, ხოლო გამარჯვებულთა ვინაობა სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება“, - აცხადებს ~08“-ის გენერალური დირექტორი ვახტანგ; ნათაძე.

მისივე თქმით, ~08~-ის გუნდი, აბონენტების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მსგავსი აქციების განხორციელებას შემდგომშიც გააგრძელებს.

ახალი საინფორმაციო სამსახური ~08~ კომუნიკაციის ბაზარზე 1 წელია ოპერირებს და საცნობარო ტიპის კომპანიებს შორის ყველაზე დაბალი ტარიფით, გადახდის; მარტივი და მოქნილი სისტემით, სრულყოფილი საინფორმაციო ბაზითა და ინფორმაციის; გაცემის დამატებითი სერვისებით გამოირჩევა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე