რუსმა მესაზღვრეებმა კოდორის ხეობაში საბრძოლო მასალის საწყობი აღმოაჩინეს

რუსმა მესაზღვრეებმა კოდორის ხეობაში საბრძოლო მასალის საწყობი აღმოაჩინეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება.

გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში, მიტოვებულ სახლში ხელის ყუმბარმტყორცნის 100-ზე მეტი ყუმბარა ინახებოდა.

;“აღმოჩენილი საბრძოლო მასალის მდგომარეობა და რაოდენობა გვაფიქრებინებს, რომ ის აფხაზეთში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით, ტერაქტების მოსაწყობად იყო გამიზნული”, - აცხადებენ რუსი მესაზღვრეები.

;მათივე ინფორმაციით, ნაპოვნ საბრძოლო მასალას გაანადგურებენ. მიმდინარეობს გამოძიება იმ პირების დასადგენად, რომლებმაც მიტოვებულ სახლში საბრძოლო მასალა შეიტანეს.

;

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს