გოგა ხაჩიძე და კობა სუბელიანი ხვალ გორში განაშენიანების აქციაში მიიღებენ მონაწილეობას

გოგა ხაჩიძე და კობა სუბელიანი ხვალ გორში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის განაშენიანების მასშტაბურ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აქცია გორში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე პროექტის - „დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო“, ფარგლებში გაიმართება.

განაშენიანების ყველაზე მასშტაბური აქცია ე.წ. „ვერხვების დასახლებაში“ ჩატარდება.

კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე;; თავად ესტუმრება და 2000-მდე წიწვოვანი ჯიშის, იფანის, ნუშისა და ნეკერჩხლის ნერგებს საჩუქრად გადასცემს. განაშენიანების აქციაში სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად,; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, გორში დევნილებით დასახლებულ ადგილებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სასმელი წყლისა და ჰაერის სინჯებსაც აიღებენ და სპეციალური აპარატურის საშუალებით ლაბორატორიულად ადგილზე შეამოწმებენ.

ე.წ. „ვერხვების დასახლებაში“ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის (GTZ) პროექტის ფარგლებში განხორციელდა.;;;

;

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა