აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედების განხორციელება არასამუშაო დღეებსა და საათებშიც შეეძლება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება ‘’სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონში შედის.
;კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან, რომელთა განმარტებით, კანონი პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოდის.
;მოქმედი ნორმით, აღმასრულებელს უფლება აქვს დღის განმავლობაში სამუშაო საათებში დაწყებული სააღსრულებო მოქმედება, მხოლოდ იმავე დღის არასამუშაო საათებში ან მომდევნო სამუშაო დღეს გააგრძელოს.
;კანონპროექტის თანახმად კი, აღმასრულებელს შეეძლება კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე განახორციელოს სააღსრულებო მოქმედება არასამუშაო დღეებში და საათებშიც.
;კანონპროექტის ავტორები დეპუტატები ლაშა თორდია, პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება.