ნიკა გილაურმა დიმიტრი შაშკინს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობაში წარმატებები უსურვა

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დიმიტრი შაშკინს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობაში წარმატებები უსურვა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განათლების სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განათლება არის ის სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც რეალურად ქვეყნის მომავალი და განვითარებაა დამოკიდებული.

ამასთან პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი დავალების შესაბამისად კონკრეტულმა სამინისტროებმა მთავრობის სხდომაზე 2009 წელს გაწეულ მუშაობაზე ანგარიშები წარდგენა უკვე დაიწყეს. პრემიერმა მინისტრებს დაავალა, იგივე პრეზენტაციები, მთავრობის სხდომის გარდა, პრესისთვის წარადგინონ, რათა საზოგადოებისთვის კონკრეტულად ცნობილი იყოს რა გაკეთდა 2009 წელს. რა იყო ის პრობლემები, რომელიც ვერ აღმოიფხვრა და ასევე რა გეგმები აქვს კონკრეტულ სამინისტროებს მომავალი წლისთვის.

მთავრობის სხდომა კანცელარიაში უკვე დაიწყო, სადაც 88 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. სხდომაზე პრეზენტაციებს წარადგენენ სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

;

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს