”ქრისტიან-დემოკრატები” რუსთავში ბიუჯეტიდან მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გრძელვადიანი უპროცენტო სესხების გამოყოფას ითხოვენ

”ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” დღეს, რუსთავში გამართულ ბრიფინგზე ის ინიციატივები გაახმოვანა, რომელთაც რუსთავის ორგანიზაცია ადგილობრივ თვითმმართველობას 2010 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას წარუდგენს.

;კერძოდ, `ქრისტიან-დემოკრატების~ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ალეკო ახვლედიანის განცხადებით, ქალაქის 2010 წლის ბიუჯეტიდან მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გრძელვადიანი უპროცენტო სესხები უნდა გაიცეს, რაც ქალაქში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის და ბიზნესის განვითარებასაც ხელს შეუწყობს.

;`ქრისიტან-დემოკრატები~ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სასმელი წყლის საფასურის გადასახადისგან გათავისუფლების, ასევე, პენსიონერთა და პედაგოგთა მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის ინიციატივითაც გამოდიან. აღნიშნულ ინიციატივებს 2010 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას და საჯარო განხილვის პროცესში, `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელი, რუსთავის საკრებულოს წევრი ალექსანდრე აბაშიძე წარადგენს.

;აბაშიძე აცხადებს, რომ თუ საკრებულო `ქრისტიან-დემოკრატთა~ ინიციატივებს ბიუჯეტის ფორმირებისას მხარს არ დაუჭერს, მაშინ `ქრისტიან-დემოკრატები~ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერენ.

;ალეკო აბაშიძის განცხადებით, რუსთავის 2010 წლის ბიუჯეტი 22 მილიონ ლარს შეადგენს და აღნიშნული თანხიდან პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს 600 ათასი ლარის გამოყოფა იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით ბიზნესმენებზე უპროცენტო გრძელვადიანი; სესხები გაიცეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან