შპს ”მობიტელი” ხვალ ორი საახალწლო გათამაშების გამარჯვებულებს გამოავლენს.
;კომპანის ინფორმაციით, "ბილაინის" საახალწლო მილოცვების კონკურსი; 1 თვე, 25; ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე გრძელდებოდა. საახალწლო მილოცვების კონკურსში სამ გამარჯვებულს ტელევიზორი, ტელეფონი და IPOD გადაეცემა. გარდა ამისა, "ბილაინი" საუკეთესო მილოცვით, მთელ საქართველოს დამდეგ ახალ წელს მიულოცავს.
კომპანის მეორე გათამაშება - საახალწლო წამახალისებელი ვიქტორინა 9; ნოემბრიდან მიმდინარეობდა. ბილაინის ვიქტორინის გამარჯვებულები 25 დეკემბერს გამოვლინდა. პირველ ადგილზე გასულ აბონენტს საჩუქრად ბილაინის ოქროს ნომერი გადაეცემა, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს კი ტელეფონი და; IPOD.
გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება რუსთაველის #14-ში შპს "მობიტელის" გაყიდვებისა და; აბონენტთა მომსახურების ცენტრში ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება.
;