ლიფტების მოდერნიზაციისთვის უპროცენტო სესხი გაიცემა

თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ამორტიზებული ლიფტების მოდერნიზაციის მიზნით, ამხანაგობებისთვის უპროცენტო სესხის მიღების საკითხი განიხილა.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, მოდერნიზაცია ითვალისწინებს ლიფტების კაპიტალურ შეკეთებას.

მისივე თქმით, მიმდინარე შეკეთებისთვის თანხა მერიიდან ისედაც გამოიყოფოდა, ამ პროექტით კი, მოსახლეობას საშუალება ექნება, ლიფტების მოდერნიზაციისთვის თბილისის მერიიდან სესხი უპროცენტოდ და უზრუნველყოფის გარეშე მიიღოს.

მერია ლიფტების დასამონტაჟებლად ღირებულების 100% გადაიხდის, საიდანაც 70% საჩუქარი იქნება მობინადრეებისთვის, ხოლო 30% პროცენტს მოსახლეობა 4 წლის განმავლობაში განვადების სახით, უპროცენტოდ დაფარავს.;

როგორც “ინტერპრესნიუსს” შოშიაშვილმა განუცხადა, თბილისის ბიუჯეტში ლიფტების პროგრამისთვის 30 მლნ ლარია გათვალისწინებული. აქედან, ლიფტების მოდერნიზაციისთვის წლის განმავლობაში, დაახლოებით, 9 მლნ ლარი დაიხარჯება.

;

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია