აღსრულების ბიურო “მოვალეთა რეესტრის” პრეზენტაციას გამართავს

აღსრულების ეროვნული ბიურო ხვალ ახალი პროგრამის- მოვალეთა რეესტრის პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებას; დაესწებიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბაჩანა შენგელია და ბიუროს სხვა ხელმძღვანელი პირები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, „მოვალეთა რეესტრი“ არის იმ მონაცემთა ერთობლიობა, სადაც რეგისტრირებულია ყველა კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა, ასევე იმ სუბიექტებისა, რომელთა ქონებაც დატვირთულია იპოთეკით ან გირავნობით), რომელთა მიმართ იძულებითი აღსრულება ამა წლის 1 იანვრიდან დაიწყო. მოვალეთა რეესტრში მოხვედრის შემდეგ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეზღუდება; საკუთრებაში არსებული მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგვის უფლება.

2010 წლის 1 იანვრიდან მოვალეთა რეესტრში ჩაბმულები არიან საქართველოს შსს-ს მომსახურების და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოები, ხოლო მიმდინარე წლის 1 მარტიდან ახალ სისტემაში საბანკო სექტორიც ჩაერთვება, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეესტრში რეგისტრირებული პირების სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.;

რეესტრში რეგისტრირებული ინფორმაციის მიღების უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. კონკრეტული ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირს, სააღსრულებო ბიუროს თანხმობის საფუძველზე, გარკვეული საფასურის (10 ლარი) გადახდის შემდეგ შეეძლება.

ელექტრონული წარმოება რეესტრში არსებულ ინფორმაციას გაცილებით უფრო დაცულს გახდის და, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების საქმიანობასაც გაამარტივებს.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეთა რეესტრის საქმიანობის ელექტრონულად წარმოებაზე 2010 წლის პირველი იანვრიდან გადავიდა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა