აბონენტებს წყლის დავალიანების რესტრუქტურიზაციის ახალ გეგმას შესთავაზებენ

თბილისის მერიამ და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ”-მა წყლის დავალიანების რესტრუქტურიზაციის ახალი გეგმა შეიმუშავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქიის მერიიდან აცნობეს, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ახალი გეგმა აბონენტებს დავალიანების სრულად დაფარვაში დაეხმარება.

თბილისის მერი გიგი უგულავა და კომპანიის გენერალური დირექტორი იორგ მათისი დღეს მერიაში თბილისელ აბონენტებს რესტრუქტურიზაციის პირობებსა და მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ სიახლეებს გააცნობენ.

თბილისის მერიამ და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 2009 წლის ჩათვლით არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაცია დაიწყეს. ყველა იმ აბონენტს, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში არსებული დავალიანების 50%-ს გადაიხდის, დარჩენილი დავალიანება ჩამოეწერება.

ასევე, თბილისის მერიისა და კომპანიის ერთობლივი გადაწყვეტილებით,; მარტოხელა, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 70 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა და დავალიანების ნახევარს გადაიხდიან, სახლში წყალ-გაყვანილობის დაზიანებული სისტემის არსებობის შემთხვევაში, “თბილისის წყლის” ხელოსნები უფასოდ მოემსახურებიან.

მოსახლეობის წახალისების მიზნით, გადასახადის გადამხდელ ყველა აბონენტს შესაძლებლობა ექნება, ავტომატურად გახდეს გათამაშების მონაწილე. გათამაშება თვეში ერთხელ, ტელეეთერით გაიმართება. გათამაშებაში გამარჯვებული აბონენტები საჩუქრად სხვადასხვა პრიზებს მიიღებენ.

აბონენტთა მომსახურების; ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 2010 წლის განმავლობაში სამ ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სერვისცენტრს გახსნის, სადაც მოსახლეობა; მარტივად და ოპერატიულად შეძლებს საჭირო მომსახურების მიღებას. სერვისცენტრებში შესაძლებელი იქნება აბონენტთა მიერ დაგროვილი დავალიანებების რესტრუქტურიზაცია.;

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ