აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოგვარების სავარაუდო; შესაძლებლობებზე მოსაზრებები „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, პოლიტოლოგმა ჯუმბერ კირვალიძემ გაუზიარა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტოლოგ კირვალიძის მოსაზრებები შესაძლოა, ბევრ საკითხში საკამათოა, მაინც გადავწყვიტეთ საზოგადოების სამსჯავროზე მათი გამოტანა.;
;
- რა სტრატეგია უნდა აირჩიოს საქართველომ, რომ შეძლოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება?
- დღეისთვის არსებული ჟენევის ერთადერთი ფორმატი და ის მიდგომები, რომლებიც არსებობს; მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოს სასურველ შედეგს ვერ მოუტანს.;;;;;
სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან ძალზედ მნიშვნელოვანია, გადამწყვეტია, მაგრამ თუ ახლო მომავალში საქართველოს გამთლიანების საკითხი არ მოგვარდა, დიდი ხნით მისი გაგრძელება შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს და ჩვენ ვერ შევძლოთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. საჭიროა, რუსეთის გაუვნებელყოფა, ისეთი პოლიტიკურ-დიპლომატიური; და სამართლებრივი სქემების შემუშავება, რომლებიც ყველანაირ საფუძველს (არგუმენტს) გამოაცლის რუსულ აგრესიას. არსებობს საფრთხე, რომ რუსეთმა გარიგების საფუძველზე დაიყოლიოს (მაგალითად: ნიკარაგუა და ვენესუელა) ანტიდასავლური პოლიტიკის გამტარებელი სახელმწიფოები - ბოლივია, კუბა, ეკვადორი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, სირია, ლიბია, სუდანი, ვიეტნამი, ტაჯიკეთი, ბელორუსი და სხვა, რათა აღიარონ; აფხაზეთისა; და; ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რუსების მიზანია, რომ მათ მიერ აღიარებული საქართველოს პროვინციები იქცნენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად. შექმნილ ვითარებაში საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოების მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ე.წ ტალიავინის კომისიის დასკვნა ჩვენთვის არ არის ერთგვაროვანი. სიტუაცია მწვავეა და მოითხოვს; გონიერი გადაწყვეტილებების მიღებას.
-; პოლიტიკურ წრეებში არსებობს აზრი, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა ათეული წლით გადაიდო. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში ?
;- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხებს შორის ასეთი გაუცხოების პირობებში, სამწუხაროდ, შერიგება-გაერთიანებაზე ლაპარაკი აბსურდი და უტოპიაა. ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ აფხაზები, აფხაზეთიდან რუსების წასვლის შემთხვევაშიც, უარს არ იტყვიან დამოუკიდებლობაზე და იომებენ ქართველების წინააღმდეგ, როგორც თავად ამბობენ, თავისუფლებისა და; უსაფრთხოების; შესანარჩუნებლად.; ამავდროულად, აფხაზებს უკვე შეგნებული აქვთ ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდნენ. მათ მნიშვნელოვან და გავლენიან ნაწილს მიაჩნია, რომ თბილისი კი არა, მოსკოვია მათი პირველი მტერი. მაგრამ, აფხაზები არასოდეს დათანხმდებიან, რომ აფხაზეთში მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 17% იყვნენ,; როგორც საბჭოთა პერიოდში იყო. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენი 250 ათასი დევნილების დაბრუნება გამორიცხულია. ქართულ-აფხაზური ახალი ურთიერთობები და საგნობრივი დიალოგი უნდა დაეფუძნოს იმ ობიექტურ რეალობას, რომ აფხაზებს დიდი საფრთხე მოელით რუსებისგან, სულერთია, რუსეთი აფხაზეთის „აღიარების“ ერთგული დარჩება თუ „მიიღებს“ თავის შემადგენლობაში. ყველა შემთხვევაში, აფხაზები ახლო მომავალში აფხაზეთში არათუ 17%; არ იქნებიან, არამედ; სრული ასიმილაციის საფრთხის წინაშე დადგებიან.
დღეს აფხაზები მთლიანად დამოკიდებულები არიან რუსეთზე, ვინაიდან რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა. სწორედ ეს არის აფხაზებისთვის ყველაზე დიდი; საფრთხე. დანარჩენი მსოფლიო, დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოები, არ აღიარებენ მათ დამოუკიდებლობას, რაც ხელს უწყობს რუსეთის სრულ დომინანტობას აფხაზეთში. ეს კი, უახლოეს; მომავალში;; გამოიწვევს აფხაზების ასიმილაციას რუსებთან და აფხაზეთის შეყვანას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში; ის კედელი, რომელსაც რუსები აშენებენ მდინარე ენგურზე, გახდება სახელმწიფო საზღვარი რუსეთ – საქართველოს შორის. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რა შეგვიძლია, ქართველებმა და ქართულმა სახელმწიფომ შევთავაზოთ აფხაზებს მცირერიცხვოვანი აფხაზი ხალხის; გადასარჩენად? ქართველებს გვმართებს გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც, ერთი შეხედვით, ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს არის საქართველოს მთლიანობის; ნაწილობრივი; აღდგენა,; აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მისი ცნობა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად - მდინარე კელასურისა და მდინარე ფსოუს ფარგლებში. თავის მხრივ, აფხაზები უნდა წავიდნენ დათმობაზე, რომ საქართველოს იურისდიქცია დე ფაქტო აღდგეს მდინარე კელასურისა და; მდინარე ენგურს შორის არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს აფხაზები აკონტროლებენ.; აქ მოხდება ქართველი დევნილების დაბრუნება და განსახლება.; ახსნა არ უნდა იმ ფაქტს, თუ რამდენად მტკივნეული იქნება აბორიგენი ქართველი და აფხაზი ხალხებისთვის მდინარე კელასურის იქითა და აქეთა ტერიტორიების დათმობა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს სხვა ალტერნატივა არ ჩანს. ხვალ კი,; ყველაფერი; დაგვიანებული იქნება. ახლო მომავალში აფხაზებს აფხაზეთში არაფერს კითხავენ, ხოლო ქართველები მხოლოდ იმედის ამარა დავრჩებით ენგურის ნაპირებთან. 17-ე საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა კელასურის დამცავი კედელი მდინარის გასწვრივ გაამაგრებინა. დროთა განმავლობაში კელასურის კედელმა; ფუნქცია დაკარგა და ქართველებმა და აფხაზებმა ერთად, ძმებივით განაგრძეს თანაცხოვრება.; იმედია,; ისტორია განმეორდება. . .
;;;;;; ამ ერთობლივი გეგმის რეალიზების შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც;;;; საქართველოს სახელმწიფო აღიარებს; აფხაზეთს (მდ. კელასურიდან;; მდ. ფსოუმდე) ,; უკვე მოხდება აფხაზეთის აღიარება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.;;; ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო და სხვა),;; აფხაზები და ქართველები იმოქმედებენ ერთად, შეთანხმებით და მოითხოვენ აფხაზეთის მთელი ტერიტორიის დეოკუპაცია-დემილიტარიზაციას რუსეთის ფედერაციისგან, რაშიც სრული მხარდაჭერა გვექნება მთელი მსოფლიოსგან და ვერც რუსები; ვეღარ; დაასახელებენ; რაიმე; მიზეზს; მათი; სამხედრო ბაზების არსებობისა აფხაზეთში; (ასევე ცხინვალის რეგიონში).;
;;;;;;; „კელასურის შეთანხმებაში“ (პირობითად; ასე ვუწოდოთ) უნდა შედიოდეს სპეციალური პარაგრაფები, რომლებიც ორ ხალხს მომავალში, მათი სურვილის შემთხვევაში, მისცემს ფედერალურ საფუძველზე ინტეგრაციის უფლებას. იმ ქართველებს და აფხაზებს, ვინც მიიჩნევს, რომ ამ სქემის განხორციელება საკუთარი ხალხის ღალატია, მინდა ვუთხრა – ახლო მომავალი გამოაჩენს ამ გეგმის;;; პერსპექტიულობას და ეფექტურობას. ევროკავშირის მონაწილეობით ქართველებსა და აფხაზებს შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოსა და მთელ კავკასიაში რუსეთის ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისი იქნება.
- რა პერსპექტივა აქვს ქართულ-კავკასიურ დიალოგს და როგორი შეიძლება იყოს მისი შედეგი ?
- რუსეთის ამჟამინდელი „მმართველი დუეტი“ უტიფრად აცხადებს, რომ; საქართველოს ისტორიულ პროვინციებთან დაკავშირებით მათი გადაწყვეტილება;;; გადახედვას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლების სათავეში. რუსები ყველა ზღვარს გადავიდნენ. უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ; მოახდინოს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დეზავუირება (გაუქმება). რუსეთის იმპერიის ძველი და ახლანდელი მმართველები მუდამ ახდენდნენ აპელირებას იმაზე, რომ; კავკასიელებს არ ძალუძთ, ცივილიზებული ურთიერთობები ჰქონდეთ ერთმანეთთან და ირგვლივ მეზობლებთან,;; ზოგადად, სხვა სახელმწიფოებთან.
რუსები ყოველთვის ნერგავენ მოსაზრებას, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია კავკასიაში მასტაბილიზირებელი როლის და ფუნქციის შესრულება და ამით დასავლეთს მესიჯს უგზავნიან, რომ არ ჩაერიოს „კავკასიური ცარცის წრის“ საკითხებში. რუსები ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში წარმატებით ახერხებდნენ „ველური“ (როგორც ისინი უწოდებენ კავკასიელებს) კავკასიელი ხალხების ერთმანეთთან დაპირისპირებას, სხვადასხვა ნიშნით : რელიგიური,;;; ტერიტორიული, ეთნიკური და სხვა. გავიხსენოთ თუნდაც; 1992-1993; წლების; ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რომლის მთავარი ინსპირატორი რუსეთი გახლდათ. რუსეთმა;; მაშინაც მოახერხა ჩრდილოკავკასიელი ხალხების აზვირთებული ენერგია, რომელიც მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ, შემოებრუნებინა საქართველოს საზიანოდ, რაც იმაში გამოიხატა,; რომ; აფხაზეთის ძმათამკვლელ ომში ჩრდილოკავკასიელები ქართველების სისხლს ღვრიდნენ. რუსებმა კარგად იცოდნენ და ახლაც იციან, რომ; „მათ გამოჩენამდე“ კავკასიაში, კავკასიელებისვე აღიარებით, ლიდერი სახელმწიფო და წინამძღოლი ერი ქართველები იყვნენ. ამიტომაც გვებრძვიან და გვდევნიან მარად. ჩვენს ერთმორწმუნეობასაც არაფრად აგდებენ. . . უნდა გავაკეთოთ; ყველაფერი, რომ კუთვნილი მოწინავე ადგილი დავიბრუნოთ კავკასიაში.;; „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ კავკასიელი“ – სწორედ ეს ბუნებრივი და არა ხელოვნური პოსტულატი სჭირდება საქართველოს, ქართველობას და მთელ კავკასიას. კავკასიელებმა, ქართველებმა უნდა დავანგრიოთ რუსების მიერ; შეთხზული სტერეოტიპი, თითქოს რუსეთის ზედამხედველობის გარეშე კავკასიელებს არ შეგვიძლია ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება კავკასიაში, რომელიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ურთიერთთანამშრომლობას,; ურთიერთდახმარებას. ქართულ- აფხაზური; შეთანხმება (ჩრდილოკავკასიელების არაფორმალური შუამავლობით), უპირველეს ყოვლისა,; დადებითი მუხტით აღავსებს ჭეშმარიტ კავკასიელებს და ყველანაირ დაპირისპირებას მოუღებს ბოლოს ქართველებსა და კავკასიელებს შორის (რუსეთი ცდილობს, მტრობა ჩამოაგდოს ჩვენს შორის). ეს შეთანხმება გახდება დასაწყისი დიდი კავკასიური;;; კონსოლიდაციისა.
- როგორ შეაფასებდით პუტინის განცახდებას, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისას ერთა თვითგამორკვევის; პრინციპით იხელმძღვანელა?;;;;;
- რუსები ხშირად აპელირებენ ერის თვითგამორკვევის პრინციპზე საქართველოს;; სეპარატისტულ ავტონომიებთან დაკავშირებით. საერთაშორისო სამართალი; ითვალისწინებს ორ ასეთ; პრინციპს:;; სახელმწიფოს;; ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობა და ერის თვითგამორკვევა. რუსები მზაკვრობენ და ცდილობენ,;;;; შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო თანამეგობრობა. მათ უნდათ, მოირგონ მცირერიცხოვანი ერების მფარველის მანტია. საქმე ის არის, რომ ერის; თვითგამორკვევა; უნდა; მოხდეს; ამ; ერის ტერიტორიაზე და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე,;; სადაც; ეს ხალხი წარმოადგენს; ეროვნულ უმცირესობას.;; ე.ი.;; ოსი; ხალხის თვითგამორკვევა ( თუ მათ დამოუკიდებლობა სურთ); უნდა მოხდეს მათ ისტორიულ სამშობლოში – ოსეთში, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს და რუსეთის ფედერაციაში შედის. ოსებს სრული უფლება აქვთ, ერთა;; თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე, საკუთარ სამშობლოში მოითხოვონ გასვლა რუსეთის ფედერაციიდან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რით დამთავრდა ჩეჩენი;; ხალხის თვითგამორკვევა – რუსეთთან ორი ომით და ასი ათასზე მეტი დაღუპული;; ჩეჩენით. ამიტომ, ოსებმა რუსების შეგონებით გადაწყვიტეს „ერის თვითგამორკვევა“; მოახდინონ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
;;;;;;; რაც შეეხება აფხაზეთს, საუკუნეების განმავლობაში აფხაზები და ქართველები აფხაზეთის ტერიტორიაზე ორი ავტოქტონური, აბორიგენი, მკვიდრი ერია. არც ერთ ისტორიულ წყაროში არ არსებობს თარიღი, რომელიც მეტყველებდეს იმაზე, რომ ქართველები; (მეგრელები, სვანები); მოსულიყვნენ აფხაზეთში. ისინი; აქ; აფხაზებთან ერთად; ყოველთვის; სახლობდნენ. ამ საკითხში უმძიმესი მდგომარეობა აქვს თავად რუსეთის ფედერაციას. არსებობს უამრავი ისტორიული წყარო, რომლებიც მეტყველებენ, თუ როგორ ემზადებოდა რუსეთის იმპერია კავკასიის დასაპყრობად. ისტორიისთვის ცნობილია; საუკუნე, წელი, თვე და რიცხვი,; როდესაც რუსული პოლკები შევიდნენ კავკასიელი ხალხებით დასახლებულ აულებში და დაიწყეს მათი უმოწყალო განადგურება. კავკასიელ ხალხებს _ ადიღეელებს, ჩერქეზებს, ყაბარდოელებს, ინგუშებს,; ჩეჩნებს,; დაღესტნის ხალხებს სრული უფლება აქვთ, მოითხოვონ საკუთარ ტერიტორიაზე ერის თვითგამორკვევის პრინციპის განხორციელება. დრო მოვა, ეს ასეც მოხდება.
- რა გზით უნდა გადაწყდეს ცხინვალის რეგიონის პრობლემა?
- ქართულ-აფხაზური შეთანხმება მძლავრ ბიძგს მისცემდა ქართულ-ოსური; საკითხის; მოგვარებას. ცნობილია, რომ ქართველებზე უფრო ახლობელი ხალხი ოსებს კავკასიაში არ ჰყავთ. ქართველების და საქართველოს რუსებით და რუსეთით ჩანაცვლება, რბილად რომ ვთქვათ, სიკეთეს არ მოუტანს ოს ხალხს. კავკასიაში;; ყველამ იცის, რომ; ცხინვალის; რეგიონი საქართველოს მიწა-წყალია. ოსებმა უნდა შეიგნონ, რომ რუსეთის დომინანტობის დასრულებისთანავე კავკასიაში (რაც გარდუვალია!),; მარტო დარჩებიან კონსოლიდირებული კავკასიელების წინაშე და ჩვენ, ქართველებს შეგვეძლება მათი ინტერესების დაცვა. „ორი ოსეთის“; გაერთიანებაზე; საუბარი; რუსების; და; ოსი სეპარატისტების მხრიდან წმინდა წყლის ავანტიურაა. რუსების მიერ შეთითხნილი აგრესიული, გეოპოლიტიკური ფსევდოტერმინი; „სამხრეთ ოსეთი“ გახდა; დაპირისპირების მიზეზი ქართველებსა და ოსებს შორის. აქედან გამომდინარე, დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ ოს ხალხს ქართულმა სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს საქართველოს ამ რეგიონის ახალი სახელწოდება, რომელიც ასახავს; ისტორიულ; და; თანამედროვე; რეალიებს, სადაც; დაცული; იქნება; ქართველი; და; ოსი; ხალხის; უფლებები.; „ოსურ - ქართული ავტონომიური მხარე“ – ეს იქნება ოსებისთვის და ქართველებისთვის ახალი, მშვიდობიანი ცხოვრების დასაწყისი ამ მრავალტანჯულ მიწაზე.;
- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები საქართველოში გრანდიოზიული პროექტების განხორციელება და საქართველოს ეკონომიკურად მიმზიდველ სუბიექტად ქცევაა?;;;;;
- მხოლოდ დიდი ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების (ბაქო-ჯეიჰანის და „ნაბუქოს“ ტრანზიტი, ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი) განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე ვერ და არ იქნება საკმარისი, რათა აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. აუცილებელია,; შემუშავდეს ზუსტი, დროში გათვლილი სამოქმედო გეგმა. საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ეროვნული სულისკვეთების მქონე პროფესიონალები, რაც; უზრუნველყოფს სახელმწიფოს მთლიანობას,;; უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
;