ლევან ალექსიძე - აგვიტოს ომის დროს საქართველოს საერთაშორისო სამართლის არც ერთი ნორმა არ დაურღვევია

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური და მრჩეველთა საბჭოების გაერთიანებული ღია სხდომა გაიმართა, რომლის წინაშეც ტალიავინის კომისიის დაკვნის შესახებ ვრცელი მოხსენებით წარსდგა საერთაშორისო სამართლის პროფესორი ლევან ალექსიძე.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საკითხებში დამოუკიდებელმი ექსპერტები და პოლიტოლოგები, საქართველოს პარლამენტის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინიტროში საერთაშორისო სამართლის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებმა. ტალიავინის კომისიის დასკვნის სადავო საკითხებზე “ინტერპრესნიუსი” პროფესორ ლევან ალექსიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, იმის გამო, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნას რუსეთი საერთაშორისო არენაზე; საქართველოს წინააღმდეგ სათავისოდ წარმატებით გამოყენებას განაგრძობს, ეს თემა ჩვენთვის აქტუალურობას არ კარგავს. დასკვნისადმი პრეტენზიები თქვენ არა ერთხელ გამოთქვით. თქვენთვის ტალიავინის დასკვნაში ყველაზე სადავო და მიუღებელი რა არის?

- საქმე ის არის, რომ არა მარტო რუსეთი აძლიერებს საქართველოზე პროპაგანდისტულ შეტევას, „ცხელი ომის“ ნაცვლად, გვთავაზობს საინფორმაციო ომს. სამწუხაროდ, საქართველოშიც მოიძებნებიან მეცნიერულ მანტიაში გახვეული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, სამართლებრივად გაანმტკიცონ თეზა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს _ საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წინააღმდეგ აგრესია ჩაიდინა, რასაც რუსეთმა; საქართველოსთვის დამანგრეველი შედეგებით უპასუხა.

ტალიავინის დასკვნა ორჭოფულია, შეიძლება ითქვას, ტალიავინი შებოჭილი იყო დასავლეთ ევროპის პოზიციით, რომელიც არ იყო მოწადინებული, რათა რუსეთი სამარცხვინო ბოძზე გაეკრა. ტალიავინი იყო; იმავე აზრის ადამიანი, რა აზრისაც არიან საქართველოში რუსეთის იმპერიალიზმის მოტრფიალე ადამიანები, რომლებიც დანაშაულის მარცვალს ეძებენ ქართული მხარის მოქმედებაში, რომლის ტერიტორიების პრაქტიკული ოკუპაცია რუსეთმა მოახდინა. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმდენად, რამდენადაც კომისიის მოხსენების დახასიათება ასე შეიძლება _ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. კომისიის მოხსენების მეორე ტომში, თითქოს ობიექტურად არის აღწერილი,; რა ხდებოდა ომამდე და საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ, თითქოს მეტად არის მოყვანილი რუსეთის საწინააღმდეგოდ ფაქტები, მაგრამ დასკვნა ბოლომდე მართებულად არ არის გაკეთებული. იმავე მეორე ტომში საქართველოს მიმართ მხოლოდ ორი ბრალდებაა გამოთქმული, რომ ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლი და გამოიყენა ე.წ. კასეტური ბომბები.

ჩემთვის, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტისთვის, კომისიის დასკვნაში ბევრი ისეთი დებულებაა მოყვანილი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად მიუღებელია. დასკვნაში ბევრი ისეთი მასალაა ჩართული, რომლის ავტორები ობიექტურები არ არიან და ომამდეც ანტიქართული განწყობილებები ჰქონდათ. საერთოდ, კომისიაში 19-დან 7 გერმანელის, მათგან უმეტესი ანტიქართული პოზიციებზე მდგომი ექსპერტის მონაწილეობა ბევრს კითხვას ბადებს. კითხვებს ბადებს ბელგიელი ექსპერტის მონაწილეობაც, რომელიც აფხაზებთან დაახლოებული პირია და, რომელთანაც არა ერთხელ ცხარე კამათიც მქონია. ექსპერტების მიუკერძებლობაზე საუბარი ზედმეტია, თუნდაც იმიტომ, რომ ერთ-ერთ გერმანელ ექსპერტს საქართველოს საწინააღმდეგო სტატია, თითქოს ქართულმა მხარემ დაიწყო ომი, კომისიის შექმნამდე ჰქონდა გამოქვეყნებული. ამ გერმანელი ექსპერტის მოსაზრება დასკვნაში სიტყვა სიტყვით არის შესული.

ჩემთვის კომისიის დასკვნაში ერთ-ერთი მიუღებელი ის თეზაა, რომ სამხრეთ ოსეთი მართალია, არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ საქართველოსგან მაინც დამოუკიდებელი იყო, რის გამოც საქართველოს მასზე შეიარაღებული პასუხი შეიძლება განხილული იყოს, როგორც აგრესია და სხვა სახელმწიფოში შეჭრა, ეს ხომ სისულელეა. საერთაშორისო სამართლის ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კასესე პირდაპირ წერს, რომ ამაზე საუბარი სასაცილოა და აგვისტოს ომის დროს საქართველოს საერთაშორისო სამართლის არც ერთი ნორმა არ დაურღვევია, რადგან საქართველოს ჰქონდა უფლება, დაემყარებინა წესრიგი ცხინვალის რეგიონში, ვინაიდან ორივე ეს რეგიონი (საუბარია აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე ნომინალურად, მაგრამ მაინც), საერთაშორისო სამართლით მისი სუვერენიტეტის ქვეშ იყო. საუბარი იმაზე, რომ ქართულმა მხრემ ცხინვალზე აგრესია განახორციელა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.;

- ექსპერტთა ნაწილის აზრით, კომისიის დასკვნაში რუსეთის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი ფაქტია მოყვანილი, მაგრამ კომისია რუსეთის მიერ; საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემას პრაქტიკულად გვერდს უვლის. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კომისია დასკვნის შედგენისას საერთაშორისო სამართლის პრინციპებით არ ხელმღვანელობდა?

- რასაკვირველია, მაგრამ დასკვნა ჩახლართულად არის შედგენილი,; მასში წერია _ ქართული მხარის მიერ სროლის დაწყება არ იყო მართლზომიერი, ვინაიდან ჩვენ თავს დავესხით, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ერთეულს, ამ ერთეულს ჰქონდა თავის დაცვის უფლება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას რუსეთი დაეხმარა და შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, აქ უკვე რუსეთის მოქმედების ლეგიტიმურობა სრულდება და იწყება რუსეთის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება.

საქმე იმაშია, რომ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მოჰყვა საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა, ანექსია და ინტერვენცია, მაგრამ ამ ტერმინის გამოყენებისგან კომისიამ თავის შეკავება არჩია. ამიტომ ვამბობ, რომ კომისიამ ამ ფაქტის უკბილო კონსტატაცია მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნაში რუსეთისთვის ბევრი არასასურველი ფაქტია მოყვანილი. ამ ფაქტებიდან რუსეთს შეიძლება წაუყენო 50-მდე ბრალდება, რომელთა გამართლება შეუძლებელია, ქართულ მხარეს კი მხოლოდ ორი, რომლის; გაბათილება ძალიან იოლია. დასკვნაში ფაქტები სწორად არის მოყვანილი, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია აბსოლუტურად არსწორად არის გაკეთებული.

- დასკვნაში ნათქვამია, რომ 1-დან 7 აგვისტომდე ქართული სოფლები ოსური მხრიდან იბომბებოდა, 40-მდე ქართველი ეროვნების მოქალაქე დაიჭრა, საომარი მოქმედებების დაწყებამდე 2 ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, მაგრამ კომისია ყურადღებას ქართული მხარის მიერ ცეცხლის გახსნაზე ამახვილებს და იმ გარემოებასაც უვლის გვერდს, რომ 7 აგვისტომდე, ანუ საომარი მოქმედებების დაწყებამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ქვედანაყოფები იმყოფებოდნენ და მოსკოვმა თბილისს, პრაქტიკულად, ხაფანგი დაუგო. თქვენი აზრით, რატომ?

- ადამიანები, რომლებიც ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებას ცდილობენ, დასკვნის მხოლოდ იმ ნაწილს მოიხმობენ-ხოლმე სადაც ეს წერია, მაგრამ არ ითვალისწინებენ, რომ ამ აზრის შემდეგ მძიმეა დასმული და შემდეგ წერია, რომ ქართული მხარის მიერ ცეცხლის გახსნა კულმინაციური წერტილი იყო იმ ვითარებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ომის დაწყებამდე.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ომის დაწყებამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან შეყვანილი იყო ბოევიკები, სამშვიდობო ძალების გენერალმა კულახმეტოვმა განაცხადა, რომ მათ ვერ აკონტროლებდა, მაგრამ იქვე წერია, რომ საომარი მოქმედებების დაწყებამდე ეს არ იყო ფართომასშტაბიანი იერიში საქართველოზე. რუსმა ექსპერტმა ილარიონოვმა აგვისტოს მოვლენებს დიდი შრომა; - „როგორ მზადდებოდა ომი“ მიუძღვნა. მასში დაწვრილებით არის აღწერილი ყველაფერი, ფაქტობრივად, მტკიცდება ჯავაში ორი რუსული ბატალიონის ომამდე ყოფნა, მაგრამ კომისია წერს, რომ მოხსენების შექმნის მომენტში მათ ვერ აღმოაჩინეს ფაქტები, რომლებიც რუსული ძალის სამხრეთ ოსეთში ყოფნას დაადასტურებდა. ამასთან, კომისია არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში ახალი ფაქტები გამოჩდეს, რომლებიც ამას დაადასტურებდა. სამწუხაროდ, კომისია დასკვნის შედგენისას ემყარება დებულებას, თითქოს ომამდე რუსული ქვედანაყოფები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. თუ ჩვენ პოლიტიკოსებს ლევან ალექსიძის არ ჯერათ, რუს დამოუკიდებელ ექსპერტს, ილარიონოვს მაინც დაუჯერონ.

- ვითარებაში, როცა რუსეთმა საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის 10-ვე ძირითადი პრინციპი დაარღვია, რატომ არის სადავო რუსული მხარის ბრალეულობა და რა უნდა გააკეთის; ქართულმა მხარემ, რომ სიმართლე აგვისტოს მოვლენებზე დასავლურმა პრესამ არ მიაჩუმათოს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს დეოკუპაციისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან?

- ტალიავინის კომისიას მანდატი ევროკავშირმა მისცა, მაგრამ იქვე ითქვა, რომ ეს კომისია დამოუკიდებელი და კერძო პირებით იყო დაკომპლექტებული და არა; - სახელმწიფოების მიერ დანიშნული. ევროკავშირმა ტალიავინის კომისიის დასკვნა ცნობად მიიღო და გასაცნობად ყველას დაუგზავნა, რათა ყველას მასში თავისი შეცდომები აღმოეჩინა და შესაბამისი დასკვნები გაეკეთებინა. კომისიას საერთოდ არ ჰქონდა შეფასებების უფლება. მისი ამოცანა იყო ფაქტების დადგენა და ევროკავშირისთვის წარდგენა. დასკვნის მეორე ტომში არის ბევრი ისეთი რამ, რაც პირველ ტომში ვერ მოხვდებოდა. აშკარაა, რომ ვითარების აღწერა და შემდეგ მათი შეფასება ერთმანეთს არ ემთხვევა.

დასკვნა რუსეთის მოქმედებას გმობს, არაკანონიერად აფასებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, აღნიშნავს, რომ რუსეთმა ამით საერთაშორისო სამართალი დაარღვია. ამდენად, ამ ნაწილში ტალიავინის კომისია აბსოლუტურად სამართლიან დასკვნას აკეთებს. ამ კომისიას იმაზე მეტის გაკეთება არ შეეძლო, რაც გააკეთა. ვინაიდან ევროკავშირმა დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ტალიავინის კომისიის დასკვნა ამ საკითხში სხვაგვარი ვერ იქნებოდა. ტალიავინი თავის მოქმედებაში, გარკვეულწილად, შებოჭილი კი იყო, მაგრამ იქ სადაც შეიძლებოდა,; საკმაოდ ბევრი სიმართლის თქმა შეძლო. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რამდენიც არ უნდა ხეხო, რუსული ყორანი ვერ გათეთრდება. ასეთ ვითარებაში ეს მოხსენება საინტერესოა იმით, რომ მან შეძლო თავი მოეყარა კარგი ფაქტებისთვის, მაგრამ შეფასებით ნაწილში ბევრი რამ მიუღებელია. მაგალითად, კომისია შეეცადა აგვისტოს ომში კრემლის მოქმედების გათეთრებას და რუსეთის მოქმედების ძალის გადამეტებამდე დაყვანას. კომისიას არ უთქვამს, რომ რუსეთი აგრესორია, კომისიამ თქვა, რომ რუსეთმა საქართველოში ძალას გადაამეტა.

დასკვნაში აღნიშნულია _ ნებისმიერი ძალის გამოყენება არ არის აგრესია, მაგრამ ყოველი აგრესიული აქტი არის ძალის გამოყენების ქმედება. აგრესია არის უფრო დიდი რამ, ვიდრე; - ძალის გამოყენება. შეიძლება, ძალა გამოყენებული იყოს გადამეტებულად, მაგრამ ეს არ იყოს აგრესია. საქართველომ ძალა მას შემდეგ გამოიყენა, რაც ამის გაკეთების აუცილებლობა გაჩნდა. ქართულმა მხარემ დაწყებულ შეტევას უპასუხა. სიტყვების თამაშია, რომ საქართველოს ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა.

ფაქტია, რომ კომისიის დასკვნა ერთგვაროვანი არ არის და მისი დებულებების საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება ჩემთვის მიუღებელია. მითუმეტეს, რომ ამ დასკვნის დაწერაში ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებიც კომისიის შექმნამდე ადანაშაულებდნენ საქართველოს. კომისიის წევრთა ტენდენციურობის გამო, ამ კომისიის დასკვნის დაჯერება მაშინაც გამიჭირდებოდა, იგი ჩვენთვის იდელაურიც რომ იყოს.

რაც შეეხება ჩვენს საკეთებელს, ქართულმა მხარემ არ უნდა შეანელოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით ფაქტების მოგროვება და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიწოდება.; არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით კოსოვოს საკითხია რაიმე; შუაში. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაინახა, რომ ბრიუსელში დასავლეთმა; საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი რუსეთის ზეწოლით სამომავლოდ გადადო, მოსკოვში ჩათვალეს, რომ რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა და მოქმედების თავისუფლების საშუალება ჰქონდა. კოსოვოს პრეცენდენტი რომც არ ყოფილიყო, რუსეთი ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა. ქართულმა მხარემ როკის გვირაბიდან საქართველოში შემოსულ რუსულ ტანკებს წინააღმდეგობა გაუწია და ის, რომ რუსეთმა თბილისის აღება ვერ გაბედა, ეს მარტო სარკოზის დამსახურება არ არის, ქართულმა ჯარმა, როგორც შეეძლო, წინააღმდეგობა გაუწია. ვისაც არ ესმის, რომ, რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლების გარდა, უნდა, თბილისს აკონტროლებდეს, მე მათი პოლიტიკური მრწამსის არ მესმის.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლაში შენი ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა დაუშვებელია. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ერთი ნაწილის მხრიდან ომის დაწყებაში ქართული მხარის ბრალეულობის მტკიცება, ქვეყნისთვის საფრთხეს შეიცავს.

- რა საფრთხეს შეიცავს ქართველ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ერთი ნაწილის მხრიდან ქართული მხარის ბრალეულობის მტკიცება?

- ეს ძალიან მარტივად აიხსნება. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი გააჩერა იმ მილიონ ნახევარმა ადამიანმა, რომელიც ქუჩაში ხელიხელჩაკიდებული გამოვიდა და თბილისში ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა. საქართველოში რუსეთმა, დიდი აღტკინების გარდა, ხალხის ერთიანობა დაინახა. მოსკოვში მიხვდნენ, რომ თბილისის აღებას დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა და ამას არავინ აპატიებდა. ის რომ, ომის რუსულ ვერსიას ქართული პოლიტიკური სპექტრი იმეორებს, ეს რუსებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მისი მოქმედება გამართლებული იყო. ამ ხალხმა ვერ გააცნობიერა, რომ ერთია ხელისუფლებისთვის ბრძოლა და მეორე; - სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვა. ოპოზიციას შეუძლია ამ ხელისუფლებასთან დავა, გადადგომის, არჩევნების მოთხოვნა და კონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედება, მაგრამ დაუშვებელია დასავლეთში იმის მტკიცება, რომ აგვისტოს ომში დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა. ფაქტია, რომ საქართველო რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდა, მაგრამ მტკიცება, თითქოს ყველაფერში ქართული მხარეა დამნაშავე, სულ მცირე, სიმართლეს არ შეესაბამება. რუსი სამხედრო ექსპერტი ომის დაწყებას აპრილში ვარაუდობდა, მაგრამ ომის დაწყება მოსკოვმა აგვისტოში გადაწყვიტა.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის