სახელმწიფოსგან აზოტის გვარჯილა 939 925 კომლს დაურიგდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი აზოტის გვარჯილას დარიგების დაწყებასთან დაკავშირებით დღეს რუსთავის “აზოტის” ქარხანას ეწვია.;

როგორც “ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს,; აზოტის გვარჯილა მთელი საქართველოს მასშტაბით, 939 925 კომლს დაურიგდება, რაც ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრებ გლეხებს მიწის გამდიდრების საშუალებას მისცემს.

სამინისტროს ბიუჯეტიდან რუსთავის აზოტისგან სასუქის შესაძენად 25 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ამ თანხაში მისი ტრანსპორტირების ხარჯებიც შედის.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქარხნისგან 47 ათას ტონამდე გვარჯილას შეიძენს, რაც მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ქარხანაში დასაქმებულ პერსონალს სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებს.

მეორე მხრივ, პროექტი გლეხებსაც დაეხმარება, რადგან ნებისმიერი სოფლის მეურნეობის სავარგულისთვის საჭირო სასუქს უფასოდ მიიღებენ.

აზოტის გვარჯილას დარიგება უკვე დაიწყო ქვემო ქართლის რეგიონიდან და უახლოეს მომავალში მთელს საქართველოს მოიცავს.

;

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ